Newsreport
 ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა, არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის-კალაძე
ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა.

"ალბათ, საჭირო იყო გიგი უგულავასთვის პასპორტის ჩამორთმევა. საქმის დეტალებს არ ვიცნობ და არ ვიცი, რას ედავებიან. ამიტომ გამიჭირდება პასუხი გავცე ამ შეკითხვას. არავითარი პოლიტიკური დევნა არ არის. არის კონკრეტული საკითხები, დანაშაული",- განაცხადა კალაძემ.