როგორ აღნიშნავენ გამარჯვებას ქართველი მორაგბეები (ვიდეო)

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს რომ ქართველო მორაგბეები დღევანდელ გამარჯვებას აღნიშნავენ.



საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, რუსეთის ფედერაციის ნაკრები ანგარიშით 22:6 დაამარცხა. წლევანდელ „რაგბი ევროპაზე“ "ბორჯღალოსნებმა" ხუთივე მატჩი მოიგეს რაგბი ევროპის გამარჯვებულებიც გახდნენ. მატჩი კრასნოდარში, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყო და პირველი ტაიმი „ბორჯღალოსნებმა“ 10:3 მოიგეს. მეორე ტაიმში ქართველმა მორაგბეებმა უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს და საბოლოო ანგარიშით 22:6 მოიგეს. ამ მატჩს ბორჯღალოსნები ჩემპიონის სტატუსით შეხვდნენ და შედეგი სატურნირო მდგომარეობაზე გავლენას ვერ მოახდენდა. თუმცა რუსეთის ნაკრებთან თამაში ქართველი მორაგბეებისთვის ყოველთვის პრინციპულია და სპორტზე უფრო მეტ დატვირთვას ატარებს.
Print
ბოლო სიახლეები