აქცია ჰესების წინააღმდეგ
სასტუმრო "იოტასთან" ქვეყანაში ჰესების მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ დროს, როცა მათ აქცია გამართეს, სასტუმროში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მონაწილეობით კონფერენცია მიმდინარეობდა. მათივე ინფორმაციით, სწორედ ამ ბანკის დაფინანსებით იგეგმება საქართველოში ჰესების მშენებლობა. აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ჰესების აშენებით სვანეთის ბუნებას საფრთხე ემუქრება. მათივე თქმით, თუ გაზაფხულზე მშენებლობა გაგრძელდება, აქციებს გააგრძელებენ და გზების ჩაკეტვასაც არ გამორიცხავენ. აქცია უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილისა და სვანეთის მოსახლობის ნაწილით ორგანიზებით გაიმართა.

უფლებადამცველ ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, 150-მდე ჰესის მშენებლობაა დაგეგმილი, რასაც საქართველოსთვის კატასტროფული შედეგები ექნება. ჩხარტიშვილმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს მოუწოდა, ჰესების მშენებლობა არ დააფინანსოს. ახალგაზრდა იურისტ
ა ასოციაციის თავმჯდომარე კი ამბობს, რომ ისეთი მსხვილი პროექტები, რომლებიც მოპსხლეობას ან ბუნებას საფრთხეს შეუქმნის, განხორციელებადმე სერიოზულ დაფირებას საჭიროებს.

აქციის მონაწილეებმა სასტუმრო "იოტადან" მ
ავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობით გადაინაცვლეს, რადგან მათი განცხადებით, მთავარი პასუხიმგებელი ჰესების მშენებლობაზე სწორედ ხელისუფლებაა.

Print
ბოლო სიახლეები