ვარსკვლავები, რომლებსაც დრო ვერაფერს აკლებს
შეიძლება თქვათ, რომ ცნობილი და მდიდარი ვარსკვლავებისთვის თავის მოვლა და ფორმის შენარჩუნება პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა ყველა როდი ახერხებს წლებს აჯობოს და ისეთივე გარეგნობა შეინარჩუნოს, როგორიც წლების წინ იყო. რა არის მთავარი: გენეტიკური ფაქტორი, პროცედურების ძალა თუ ცხოვრების ჯანსაღი წესი? ალბათ ყველაფერი ერთად. ყოველ შემთხვევაში აქ წარმოდგენილმა ქალებმა აშკარად იციან რაღაც საიდუმლო, რაც მათ საშუალებას აძლევს დროს აჯობონ.

ჯენიფერ ენისტონი

სერიალი “მეგობრები“, რომლითაც ჯენიფერ ენისტონი ცნობილი გახდა, ჯერ კიდევ 2004 წელს დამთავრდა, ჯენიფერი კი ისევ ისე ახალგაზრდულად გამოიყურება, როგორც მისი გმირი რეიჩელ გრინი. რაშია მისი საიდუმლო? შესაძლოა სწორად შერჩეულ ვარცხნილობასა და მაკიაჟში? თვითონ მსახიობი ამბობს, რომ ის უბრალოდ ჯანსაღი ცხოვრების წესის მიმდევარია: დაბალანსებული კვება, იოგა და საათობით ვარჯიში სპორტდარბაზში.



კაილი მინოუგი

ავსტრალიელი მომღერალი ყოველთვის საკუთარ ასაკზე უფრო ახალგაზრდულად გამოიყურებოდა. შესაძლოა ეს მისი აღნაგობის ბრალია. თავად ვარსკვლავი არ მალავს, რომ კოსმეტოლოგების მომსახურებას იყენებს და არც ინექციებზე ამბობს უარს.




ელიზაბეტ ჰარლი

დაუჯერებელია რომ წელს ლიზ ჰარლის 54 წელი უსრულდება. ოცი წლის წინანდელ ფოტოსთან მისი ამჟამინდელი ფოტოს შედარებისას ძნელად თუ გაარჩევთ რაიმე სხვაობას.



ჯულიანა მური


ჯულიანა მური იმ მსახიობთა რიცხვშია, რომლებიც წლების მატებას მშვიდად ხვდებიან და ამბობენ, რომ ყოველი ასაკი თავისებურად მშვენიერია. თუმცა მსახიობის ძველი ფოტოების და ახლების შედარებისას ვარცხნილობის ცვლილების გარდა სხვა ცვლილება ძნელი შესამჩნევია. ამის მიზეზი გენეტიკა და ნატურალური კოსმეტიკაა.



ემა ბანტონი

ემა ბანტონი 18 წლის იყო, როცა“ სფაის გერლზის “ ერთ–ერთი სოლისტი გახდა. ის გოგონებს შორის ყველაზე უმცროსი იყო. მას შემდეგ ოცი წელი გავიდა და ემას გარეგნობა თითქოს არ შეცვლილა. ის ისეთივე ახალგაზრდა და ხალისიანია.



ჰოლი ბერი

ჰოლი ბერი ის შემთხვევაა, როცა ასაკის მატებასთან ერთად ქალი უფრო ლამზდება. ის 52 წლისაა და კიდევ უფრო ლამაზია, ვიდრე 20 წლის წინ იყო. ჯეიმს ბონდის გოგონას როლის შემსრულებელი აღიარებს, რომ მისი სილამაზის საიდუმლო მუდმივი ვარჯიში და სწორი კვებაა.




ევა ლონგორია


ერთერთი ყველაზე ლამაზი ლათინოამერიკელი მსახიობი ქალი, ევა ლონგორია 43
წლისაა და ისევე გამოიყურება, როგორც 2004 წელს, როცა მაყურებელმა პირველად ნახა სერიალ “სასოწარკვეთილ დიასახლისებში“. მსახიობის თქმით მისი მარადიული ახალგაზრდობის მიზეზი სწორი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.



Print
ბოლო სიახლეები