"მე რაც მიძიგძიგია" - ქეთი დოლიძე კლუბურ ცხოვრებაზე
ქეთი დოლიძემ გადაცემა “სიცრუის დეტექტორში” კლუბურ ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ ახალგაზრდა რომ იყოს კლუბიდან ვერავინ გამოიყვანა. დოლიძის თქმით, ის ისეთ დროს “ძიგძიგებდა”, როცა მუსიკაში საუკეთესო ხანა იყო. რეჟისორი თვლის, რომ ახალგაზრდების ცხოვრება კლუბის გარეშე წარმოუდგენელია და აცხადებს, რომ ცეკვა ძალიან უყვარს.

ამ საუბრის შემდეგ, მას მარიხუანასთან დაკავშირებით კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. როგორც მან გადაცემაში თქვა, მარიხუანა ერთხელ ახლობელმა მოაწევინა:

“აი რომ დავწექი, მახსოვს რომ გავფრინდი, მთებს გადავუფრინე და დამეძინა. მეტი არაფერი. ამის შემდეგ არასდროს გამისინჯავს,” – თქვა მან.

დოლიძე ასევე ამბობს, რომ ზოგადად, ნარკოტიკები და დასალევი არ უყვარს, რადგან თავზე კონტროლის დაკარგვას ვერ იტანს.
Print
ბოლო სიახლეები