საყვარელი კატის კლონირებაში პატრონმა 35 000 დოლარი გადაიხადა. როგორ გამოიყურება მსოფლიოში პირველი კლონირებული კნუტი
კნუტი სახელად „ნიორი“ ჩინეთში კლონირების შედეგად დაიბადა. ის გარდაცვლილი კატის ზუსტი ასლია და სახელიც იგივე ქვია. საყვარელი კატის კლონის შექმნაშიპატრონმა 35 000 დოლარი გადაიხადა.

კატის პატრონი, ხუან იუ ამბობს, რომ ძალიან უხარია რომ ხანგრძლივი განშორების შემდეგ საკუთარ კატას ისევ ხედავს და არც კი იცის როგორ აღწეროს საკუთარი ემოციები. ის ამბობს, რომ „ნივრის“ გარდაცვალებამ ძალიან დიდი ტრავმა მიაყენა, რადგან თავს დამნაშავედაც გრძნობდა იმის გამო, რომ შესაძლოა საავადმყოფოში ადრე წაყვანით მისი სიცოცხლე გადაერჩინა.მეცნიერებმა გასულ წელს გარდაცვლილი კატის დნმ აიღეს და ემბრიონი შექმნეს. ჩანასახი სუროგატ დედას გადაუნერგეს და ამგვარად გაჩნდა კატის ზუსტი ასლი. ის სუროგატმა დედამ წამოზარდა, რა თქმა უნდა კლინიკის ზედამხედველობით.



ბოლო წლებში ჩინეთში სწრაფად ვითარდება გენეტიკა. ამ სფეროში ჩინეთი უკვე აშშ–ს, ბრიტანეთს და სამხრეთ კორეას დაეწია.“ნიორი“ მსოფლიოში პირველი კლონირებული კატაა. პეკინური კომპანია სინოგენი ძაღლების კლონირებასაც ეწევა. ძაღლის კლონირება აქ 53 000 დოლარი ღირს. კრიტიკოსები ამბობენ, რომ გარეგნული მსგავსების მიუხედავად კლონირებული ცხოველი ორიგინალისგან ხასიათით მაინც სრულიად განსხვავებული იქნება და ჯობს პატრონებმა საყვარელი ცხოველის კლონირების ნაცვლად თავშესაფრიდან უპატრონო ცხოველი აიყვანონ და გაზარდონ. თუმცა კლინიკის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ კლონირებული გარდაცვლილ ცხოველს გარეგნობაზე მეტად ხასიათით გავს, რადგან ხასიათის ძირითადი მაფორმირებელი გენეტიკაა.



მსოფლიოში პირველი კლონირებული ცხოველი იყო ცხვარი სახელად დოლი.

Print
ბოლო სიახლეები