ნიკოლოზ რაჭველი, "ქართველ მოცარტთან" ერთად, ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ახალ სეზონს გახსნის
საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი და დირიჟორი, კომპოზიტორი და პიანისტი ნიკოლოზ რაჭველი ცოტნე ზედგინიძესთან ერთად საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის 2019-2020 საკონცერტო სეზონს 1 ოქტომბერს გახსნის. 10 წლის ვუნდერკინდმა და ვირტუოზმა მსმენელს თავი 14 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გამართული კონცერტით დაამახსოვრა. ცოტნე ზედგინიძემ კონცერტი გარდაცვლილი დედის ხსოვნას მიუძღვნა.  

ცოტნესა და მის უმცროს დას, ბებია - ნინო მამრაძე ზრდის რომელიც ნიჭიერთა ათწლედის დირექტორია. 

"ცოტნე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. ნიკამ სთხოვა, რომ ერთი შენი ახალი ნაწარმოებიც შეასრულეო. გამოდის, რომ სოლოდაც შეასრულებს და სიმფონიურ ორკესტრთან ერთადაც. ცოტნე სიმფონიურ ორკესტრთან ერთად პირველად დაუკრავს. დარბის, თამაშობს დასთან ერთად. ნახა „ჰამლეტი“, „ზაფხულის ღამის სიზმარის“ უძველესი ამერიკული დადგმა, მენდელსონის მუსიკის თანხლებით. გაუთავებლად ფანტაზიორობს. ხუთ ნაწილიანი ნაწარმოები დაწერა - „ატილა“, რომელსაც ოპერაში დაუკრავს. ასევე დაწერა პატარა პიესა „წვიმა და ბავშვები“. აქ, მანგლისში, ხშირია ჟუჟუნა წვიმა. პატარა სახლი გვაქვს და ზაფხულობით აქ ვართ. 18 სექტემბრამდე ვრჩებოდით ხოლმე, მაგრამ წელს ადრე მოგვიწევს თბილისში დაბრუნება. როიალს უნდა მიეჩვიოს, უნდა დაუკრას. როიალს სულ სხვა შეხება აქვს. მე, როგორც აკადემიური, კლასიკური სკოლის წარმომადგენელი, საფუძვლიან შრომას და მეცადინეობას ვარ დაჩვეული. თუ დროულად არ იმეცადინა, ვნერვიულობ. მინდა 1 სექტემბრიდან როილზე გადაჯდეს. აი, ასეთია ჩვენი ამჟამინდელი სიტუაცია"-  განაცხადა ნინო მამრაძემ.

"თქვენ იცით რას ნიშნავს ცოტნე ზედგინიძის არსებობა ჩემთვის და სრულიად მუსიკალური სამყაროსთვის, ამიტომ მის სასწაულებრივ ნიჭს და აზროვნებას ამჯერად არ შევეხები...
მხოლოდ ერთს გაგიმხელთ: მე და საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ცოტნესთან ერთობლივად გავხსნით 2019-20 წწ საკონცერტო სეზონს, სადაც ის თავის საფორტეპიანო ნაწარმოებებსა და შოსტაკოვიჩის მეორე კონცერტს დაუკრავს. მოახლოვებული კონცერტისადმი ასეთი განსაკუთრებული მოლოდინი არც კი მახსოვს მქონია თუ არა საეროდ."-ნიკოლოზ რაჭველი




Print
ბოლო სიახლეები