გია ვოლსკი კვარიათში ისვენებს.დეპუტატის ექსკლუზიური ფოტოები სანაპიროდან
პარლამენტის ვიცე სპიკერი, უმრავლესობის ერთ–ერთი ლიდერი, გია ვოლსკი კვარიათშია. ბოლო დღეების განმავლობაში მას ყველა თემაზე უწევდა კომენტარის გაკეთება და დიდი დოზით იყო ყველა მედიასაშუალებაში. მიზეზი სავარაუდოდ უმრავლესობის წევრთა უმრავლესობის შვებულებაა. ამჯერად  უკვე როგორც ჩანს გია ვოლსკის შვებულების დრო მოვიდა. ის კვარიათში პლაჟზე დღეს დილით გადაიღეს. იმავე სასტუმროშია და პლაჟზეც ვოლსკისთან ერთად ატარებს დროს უმრავლესობის კიდევ ერთი წევრი, მწვანეთა ლიდერი გია გაჩეჩილაძე. newsreport.ge-ს ექსკლუზიურად მიაწოდეს დეპუტატების პლაჟზე დასვენების ამსახველი ფოტოები.








Print
ბოლო სიახლეები