რონალდ რეიგანის ქალიშვილი მამის რასისტული გამონათქვამებისთვის ბოდიშს იხდის

ამერიკის პრეზიდენტის, რონალდ რეიგანის  ქალიშვილი, პატი დევისი "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნებულ სვეტში ამბობს, რომ ის "არ იყო მზად იმ ჩანაწერისთვის, რომელშიც მამამისი სიტყვა "მაიმუნებს" იყენებს გაეროს აფრიკული წარმოშობის იმ შავკანიან დელეგატებზე საუბრისას, რომელთა პოზიციამაც კენჭისყრისას ის გააბრაზა".

ტანზანიის დელეგაციის წევრებმა 1971 წელს "ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის" აღიარების წინააღმდეგ მისცეს ხმა. მაშინდელმა კალიფორნიის გუბერნატორმა, რონალდ რეიგანმა ეს სიტყვები მაშინდელ პრეზიდენტ რიჩარდ ნიქსონთან სატელეფონო საუბრისას გამოიყენა. ამ უკანასკნელმა კი საუბარი ჩაიწერა. განრისხებული რეიგანი ტანზანიის დელეგაციის წევრებზე ამბობდა, რომ ისინი "წყეული მაიმუნები" არიან აფრიკული ქვეყნებიდან, რომლებიც ჯერ "ფეხსაცმლის ტარებასაც ვერ შეჩვევიან".

ჩანაწერი ამ კვირაში ვებგვერდ "ატლანტიკზე" გამოქვეყნდა.

"არ არსებობს გამართლება, რაციონალიზაცია ან შესაბამისი ახსნა იმისა, რაც მამაჩემმა თქვა ამ ჩანაწერში", - თქვა დევისმა. "მე რომ ეს სიტყვები წამეკითხა და არ მომესმინა, ვიფიქრებდი და ვიტყოდი, რომ ეს გაყალბებულია. ეს სამუდამოდ მემახსოვრება. მე მჯერა, რომ მამაჩემს წლების შემდეგ რომ მოესმინა ეს ჩანაწერი, ისიც პატიებას ითხოვდა", - წერს ამერიკის პრეზიდენტის ქალიშვილი.

წყარო: ამერიკის ხმა
Print
ბოლო სიახლეები