“თბილისი ნამდვილი ზღაპარია“ – დანიელები საქართველოს პოპულარიზაციისთვის აქ მიღებულ შთაბეჭდილებებს ყვებიან
კოპენჰაგენში მცხოვრები ადამიანები საზოგადოებას საქართველოში მოგზაურობისას მიღებულ პოზიტიურ გამოცდილებას უზიარებენ.

ქ. კოპენჰაგენში მცხოვრებმა ქართველებმა, საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოამზადეს ვიდეო-რგოლი სადაც ჩაწერეს ადგილობრივი და უცხოელი ტურისტები რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში დანიიდან საქართველოს სტუმრობდნენ.
კლიპი მიზანად ისახავს საქართველოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქართული კულტურის პოპულარიზაციას და ტურისტული პოტენციალის გაზრდას.
,,ჩვენი დიდი სურვილი იყო მცირე წვლილი შეგვეტანა ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლებაში და აღნიშნული იდეის ირგვლივ გავერთიანდით. გადავწყვიტეთ, რამდენიმე კითხვით მიგვემართა იმ ტურისტებისთვის, ვინც საქართველოს სტუმრობდნენ, შევხვდით სრულიად უცხო ადამიანებს და საკუთარი ქვეყნის შესახებ ვისაუბრეთ. ბევრი საინტერესო უკუკავშირი მოვისმინეთ და ეს ყველაფერი ერთ ვიდეოში გავაერთიანეთ. იმედს ვიტოვებთ, ამ კლიპის საშუალებით მეტი ადამიანი აღმოაჩენს ჩვენს ქვეყანას და მიიღებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ესტუმრონ საქართველოს, "აცხადებს პროექტის ერთ-ერთი მონაწილე.

,,თავდაპირველად თბილისს ვესტუმრე. ქალაქი აბსოლუტურად მომაჯადოვებელია. ვფიქრობ, მსგავს საოცრებაში არასდროს ვყოფილვარ. ნამდვილი ზღაპარია. ძალიან ძველი და მისტიკური. საქართველოში ვიზიტის შემდეგ, სხვა ქვეყანაში მოგზაურობისას პირველი რასაც ვაკეთებ ქართული რესტორნის ძებნაა. ხაჭაპურის და ხინკლის მოყვარული ვარ." ამბობს ტრინე დანიიდან.
Print
ბოლო სიახლეები