არნოლდ შვარცენეგერს სამხრეთ აფრიკაში თავს დაესხნენ (ვიდეო)
71 წლის არნოლდ შვარცენეგერი უსიამოვნო სიტუაციაში აღმოჩნდა. მსახიობი და კალიფორნიის ექს გუბერნატორი სამხრეთ აფრიკაში ბოდიბილდინგის შეჯიბრებაზე იმყოფებოდა, როცა თავს დაესხნენ.

შვარცენეგერი ადგილობრივ სტუდენტებს ავარჯიშებდა და თაყვანისმცემლებთან ურთიერთობდა, როცა მოულოდნელად უცნობი მამაკაცი უკნიდან გამოექანა და მას ზურგში ფეხი ჩაარტყა. შვარცენეგერი დაეცა.

ინტერნეტში თავდასხმის კადრები გავრცელდა. თავდამსხმელი უცებ გააუვნებელყვეს. შვარცენეგერი მსუბუქი დაზიანებით გადარჩა.
Print
ბოლო სიახლეები