ლეონარდო დი კაპრიო ეკოაქტივისტ გრეტა თუნბერგს შეხვდა
სანამ ჰოლივუდის ვარსკვლავის მილიონობით თაყვანისმცემელი მასთან გაცნობაზე ოცნებობს, ზოგიერთ მათგანთან ლეონარდო დი კაპრიო თავად მიდის. მსახიობი მრავალი წელია ეკოლოგიის და გარემოს დაცვის მხარდასაჭერად საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული, უფრო კონკრეტულად კი გადაშენების პირას მყოფი ცხოველების ჯიშებზე ზრუნავს. ახლა კი გადაწყვიტა შვედ სკოლის მოსწავლეს, გრეტა თუნბერგს შეხვედროდა. ეკოაქტივისტი გოგონა მსოფლიომ გაეროს სამიტზე ემოციური სიტყვით გამოსვლის შემდეგ გაიცნო. მან მსოფლიო ლიდერებს მომავალ თაობაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვისთვის ბრძოლისკენ მოუწოდა. უცნობია, ვისი ინიციატივა იყო 16 წლის სკოლის მოსწავლის და მსახიობის შეხვედრა. თუმცა ფაქტია რომ ის შედგა.


დი კაპრიომ გრეტასთან ერთად გადაღებული ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა წარწერით: „მსოფლიო ისტორიაში იშვიათია, რომ ერთი ადამიანის ხმა ვინმემ გაიგოს, მაგრამ გრეტა თავისი დროის გმირი გახდა. დრო განგვსჯის იმისათვის, რას ვაკეთებთ დღეს, რათა მომავალმა თაობებმა შეძლონ ტკბობა პლანეტით და ის საცხოვრებლად გამოსადეგი იყოს. იმედი მაქვს გრეტას გზავნილი მსოფლიო ლიდერებისთვის იმის სიგნალი იქნება, რომ უმოქმედობის დრო დამთავრდა. გრეტას, და ასეთი ახალგაზრდა აქტივისტების წყალობით მჯერა, რომ ჩვენი მომავალი საიმედო ხელშია. ჩემთვის პატივი იყო გრეტასთან დროის გატარება. მოვილაპარაკეთ რომ ერთმანეთს მხარს დავუჭერთ ჩვენს საქმეში, რათა ჩვენს პლანეტაზე ნათელი სიცოცხლე შევინარჩუნოთ“. 


Print
ბოლო სიახლეები