მუდმივი დაძაბულობა თანამედროვე სამყაროს განუყოფელი ნაწილია. როცა წარმატებულ ადამიანებს ვუყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება გვრჩება, თითქოს მათ ყველაფერი შესანიშნავად აქვთ და წარმოდგენაც კი არ აქვთ რა არის სტრესი. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ მათ, ვინც ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს, სტრესის დამარცხება ისწავლეს. ყველას საკუთარი მეთოდი აქვს.
გთავაზობთ მსოფლიოს ყველაზე წარმატებული ადამიანების სტრესთან გამკლავების მეთოდებს.
1. დაეხმარეთ სხვებს
კორპორაცია Virgin–ის ხელმძღვანელი, რიჩარდ ბრენსონი გვირჩევს პრიორიტეტები სწორად განვსაზღვროთ და სხვებს დავეხმაროთ. როცა რაღაც კარგს ვაკეთებთ, ადამიანებს ვეხმარებით უფრო სუფთები და ბედნიერები ვხდებით. ამიტომაც ბიზნესმენი გვირჩევს, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვაქვს იმ ადამიანებზე ვიფიქროთ, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
“ფიქრობთ რომ გაიჭედეთ? კითხეთ საკუთარ თავს, რა შეგიძლიათ გააკეთოთ საიმისოდ, რომ ვიღაცას ერთი დღე მაინც გაულამაზოთ.“ ამბობს რიჩარდ ბრენსონი.
როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:
Twitter –ის ერთ–ერთი დამფუძნებელი, ჯეკ დორსი თვლის, რომ სტრესის წყარო უსიამოვნო მოულოდნელობებია. ამიტომაც სამუშაო საგულდაგულოდ უნდა დაიგეგმოს და მაქსიმალურად შეეცადოთ გეგმას მიჰყვეთ. მნიშვნელოვანია მოსახერხებელი და თანმიმდევრული განრიგის შექმნა.
“თუ სწორად შეადგენთ თქვენს განრიგს და მკაცრად მიჰყვებით მას, იშვიათად აღმოჩნდებით ცაიტნოტში, შესაბამისად ნაკლებ სტრესს მიიღებთ“ – ამბობს ჯეკ დორსი.
როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:
3. გიყვარდეთ ის საქმე, რასაც აკეთებთ
Google –ის ერთ ერთ დამფუძნებელს, სერგეი ბრინს დაძაბულობის და სტრესის მოხსნაში საკუთარი საქმის სიყვარული ეხმარება. სტრესის მიზეზი ხომ ხშირად ისიც არის რომ ადამიანს არ უყვარს საქმე, რომელსაც აკეთებს.
“არ აქვს მნიშვნელობა მდიდარი ხარ თუ ღარიბი. მე ბედნიერი ვარ იმიტომ, რომ სიამოვნებას ვიღებ იმ საქმისგან, რასაც ვაკეთებ. სინამდვილეში ეს არის ყველაზე დიდი სიმდიდრე“ – ამბობს ბრინი.
როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:
კომპანია Amazon –ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ჯეფ ბეზოსი თვლის, რომ სტრესთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება წინდახედულებაა. იმისათვის, რომ ფსიქოლოგიური დაძაბულობა არ დაუშვათ, დროულად უნდა დაიწყოთ მოქმედება.
“სტრესი იმის შედეგია, რომ დროულად არ იმოქმედეთ და არაფერი გააკეთეთ მაშინ, როცა სიტუაციის კონტროლი ჯერ კიდევ შესაძლებელი იყო. როგორც კი პრობლემას აღმოვაჩენ, მაშინვე ვრეკავ ან ელექტრონული ფოსტით წერილს ვგზავნი, რათა სიტუაციის შეცვლა დავიწყო. პრობლემა რომც არ გადაწყდეს ის ფაქტი, რომ მისი კონტროლი დავიწყე სტრესს მნიშვნელოვნად ამცირებს“ – ამბობს ჯეფ ბეზოსი.
როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:
5. შეეცადეთ კონცენტრირდეთ
მსოფლიოში ცნობილი კომპანია Apple–ს ხელმძღვანელის, ტიმ კუკის აზრით, რომლის მსოფლხედველობაზე სტივ ჯობსთან მეგობრობამ დიდი გავლენა იქონია ამბობს, რომ სტრესის თავიდან ასაცილებლად იმაზე უნდა კონცენტრირდეთ, რაც ყველაზე კარგად გამოგდით.
“რა ვისწავლე სტივისგან? ის, რომ კომპანიისა და პირადი ცხოვრების მართვისას მთავარია კონცენტრირება. მხოლოდ იმ საქმეზე უნდა კონცენტრირდე, რაც ყველაზე კარგად გამოგდის. დანარჩენს თავი უნდა გაანებო“ , ამბობს ტიმ კუკი.
როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:
“ძალიან მნიშვნელოვანია ხანდახან პაუზის გაკეთება. შევამჩნიე, რომ დასვენებისას თავში შესანიშნავი აზრები მომდის, “ ამბობს სიუზენ ვოიჯიტსკი.
როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:
კითხვა შესანიშნავია ყურადღების გადასატანად და დასამშვიდებლად. განტვირთვის ამ მეთოდს იყენებს ბილ გეითსი. მას წესად აქვს დღეში მინიმუმ ერთი საათი იკითხოს. მაშინაც კი, როცა ძალიან გვიან წვება დასაძინებლად ამ ჩვევაზე უარს არ ამბობს. ის ასევე გვირჩევს არასაჭირო ინფორმაციისგან აბსტრაგირებას და პირველ რიგში პირველხარისხოვანი საქმეების კეთებას.
“ბრიჯის თამაში ძალიან ძველმოდურია, თუმცა მე ძალიან მომწონს... კიდევ, ყოველ საღამოს ჭურჭელს ვრეცხავ. აუცილებლობა არ არის, თუმცა მომწონს, რომ ამას მე თვითონ ვაკეთებ.“– ამბობს ბილ გეითსი.
როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:
“კონცენტრაცია და სიმარტივე. იმისათვის, რომ საღად იაზროვნოთ, დიდი ძალისხმევა გჭირდებათ. თუმცა ეს ამად ღირს. ასე ხომ მთების გადატრიალებას შეძლებთ “.
სტივ ჯობსი
როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში:
“პოზიტიური ემოციები სამყაროს საპასუხო რეაქციას იწვევს. როდესაც რამე კარგზე, თბილზე და კეთილზე ფოკუსირდებით, ცხოვრებაც ასეთ ფერებს იძენს.“
ოფრა უინფრი
როგორ გამოვიყენოთ ეს რჩევა პრაქტიკაში:
Facebook–ის დამფუძნებელი, მარკ ცუკერბერგი თვლის, რომ ყოველდღიურად ტანსცმლის შერჩევას დიდი დრო მიაქვს. იმისათვის, რომ ამაზე დრო არ დაკარგოს და აღარ იდარდოს, რას რა შეუხამოს მან გარდერობი ერთნაირი სამოსით გაავსო. მისი აზრით, ასეთი გარდერობი დროის და ნერვების ეკონომიაა.
მარკი საკუთარი ზომიერი მოთხოვნილებებით არის ცნობილი და თავს ყოველდღიურად ერთნაირ მაისურში და შარვალშიც კომფორტულად გრძნობს. ბიზნესმენს ასევე უყვარს განმარტოება და მოდუნება.
“მაქვს ერთი ბინა, რომელშიც მხოლოდ საწოლი, სკამი, მაგიდა და ჩაიდანია. იმ ბინაში ინტერნეტიც არ მაქვს. ასე რომ, როცა მომინდება შემიძლია სრულ იზოლაციაში დავისვენო. “
მარკ ცუკერბერგი
როგორ გამოვიყენოთ რჩევა პრაქტიკაში: