ტკბილი გაზიანი სასმელის უარყოფით გავლენას ორგანიზმზე კიდევ ერთი კვლევა ადასტურებს
დიეტოლოგებმა უკვე დიდი ხანია დაადგინეს კავშირი შაქრის მაღალი შემცველობის მქონე გაზირებული სასმელების მოხმარებასა და მთელი რიგი დაავადებებით სიკვდილიანობას შორის.ცოტა ხნის წინ დასრულებულმა კვლევამ, რომელიც 10 განვითარებულ ქვეყანაში 452 000 ადამიანის მონაწილეობით ჩატარდა კიდევ უფრო საგანგაშო შედეგი აჩვენა – შაქრის დაბალი შემცველობის მქონე გაზიანი სასმელებიც კი ჯანმრთელობისთვის მომეტებულ რისკს შეიცავს.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში მრავალწლიანი კვლევის შედეგებია მოყვანილი. დასკვნა ასეთია: ადამიანები, რომლებიც დღეში ორ ან მეტ ჭიქა გაზიან სასმელს მიირთმევენ, უფრო ადრე კვდებიან ვიდრე ისინი, ვინც თვეში ერთ ჭიქას სვამს.

აღმოჩენილია მნიშვნელოვანი განსხვავება იმ სასმელების ჯანმრთელობაზე ზემოქმედებას შორის, რომლებიც შაქარს შეიცავენ
და რომლებიც შაქრის ხელოვნური შემცველებით არის დამზადებული. შაქრით დამზადეული სასმელები იწვევს სიკვდილიანობის რისკის ზრდას ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის და კუჭნაწლავის სხვადასხვა დაავადებებსგან.

შაქრის შემცვლელით დამზადებული სასმელები კი საშიშია გულ–სისხლძარღვთა სისტემისთვის.

არის კარგი ახალი ამბავიც: მეცნიერებმა ვერ აღმოაჩინეს კავშირი გაზიანი სასმელების მოხმარებასა და კიბოს შორის. არ დადასტურდა კავშირი არც ალცჰეიმერის დაავადების განვითარებასთან. რაც შეეხება პარკინსონს, ტკბილი გაზიანი სასმელების რეგულარული მიღება ამ დაავადების რისკს ზრდის.

კვლევა 1992 წლიდან 2000–იანი წლების ჩათვლით ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიაში, ნიდერლანდებში, დანიაში, ნორვეგიაში, ესპანეთში და შვედეთში მიმდინარეობდა. კვლევაში 50 მეცნიერი მონაწილეობდა კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენლის, ნილ მერფის ხელმძღვანელობით.

Print
ბოლო სიახლეები