როგორ შევარჩიოთ წამლები გაციების და გრიპისთვის. საჭირო ნიუანსები
გაციების პირველი ნიშნებისთანავე ჩვენი უმრავლესობა აფთიაქში მიდისი “რამე გაციების წამლის“ საყიდლად. საუკეთესო შეთხვევაში ამ “რამეს“ აფთიაქის კონსულტანტის რჩევით ყიდულობს, უფრო ხირად კი წამლის შეჩრევისას კოლეგების, მეგობრების და ახლობლების, ან ინტერნეტში ნაპოვნი რეკომენდაციებით ვხელმძღვანელობთ. ანდა სულაც საკუთარი გამოცდილებით, რომელიც წარსულში გადატანილი დაავადებებით დაგვიგროვდა.

ასეთ მიდგომას შესაძლოა უარყოფითი შედეგები მოჰყვეს. დაუდევარმა დამოკიდებულებამ ჯანრმთელობის მიმართ და გაციების, მითუმეტეს გრიპის წამლის შერჩევისას შესაძლოა არა მხოლოდ დაავადების გახანგრძლივება, არამედ შემდგომი გართულებები და სერიოზული შედეგებიც გამოიწვიოს.

როგშორ უნდა შევარჩიოთ სწორად წამალი გაციების და გრიპის წინააღმდეგ.

რა თქმა უნდა, პირველ რიგში ექიმს უნდა მიმართოთ, რომელიც სწორად დასვამს დიაგნოზს და სწორ მკურნალობას დაგინიშნავთ. თუმცა რადგან ამას გაციების და გრიპის დროს იშვიათად თუ აკეთებს ვინმე და ძირითადად თვითმკურნალობას მიმართავენ, გეტყვით რითი ხელმძღვანელობენ ექიმები წამლის დანიშვნისას, რომ ეს ნიუანსები თქვენც გაითვალისწინოთ:

1. ანტივირუსული ეფექტი

ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ პრეპარატის უნარი ებრძოლოს ვირუსს. პრეპარატის მოქმედება ვირუსის აქტივობის დათრგუნვისკენ უნდა იყოს მიმართული, დაავადების პერიოდს და გართულებების განვითარების რისკს უნდა ამცირებდეს.


2. ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტი.
პრეპარატი ანთებისსაწინააღმდეგო ეფექტით გვეხმარება გაციების და გრიპის გამოხატული სიმპტომების შემცირებაში, რაც პირველ რიგში ავადმყოფის თვითშეგრძნების გაუმჯობესებას იწვევს. გარდა ამისა, საშუალებას გვაძლევს ზედმეტი წამლები აღარ მივიღოთ უსიამოვნო სიმპტომების მოსახსენლად.

3. იმუნიტეტის აქტივიზაციის უნარი.


ხშირად გართულებების მიზეზი ორგანიზმის დამცავი იმუნიტეტის დაქვეითება ხდება, რამაც შეიძლება ბაქტერიული ინფექციების განვითარება გამოიწვიოს. ასეთ შემთხვევაში რეკომენდირებულია ორგანიზმს დაეხმაროთ: საკუთარი ინტერფერონების გამომუშავების სტიმულირება მოახდინოთ.

4. უკუჩვენებების და თანმდევი უარყოფითი ეფექტების მინიმალური რაოდენობა .

ხანდახან როცა წამლის ინსტრუქციაში უკუჩვენებების და თანმდევი ეფექტების თავს ვკითხულობთ, ეჭვი გვეპარება – ღირს კი საერთოდ ამ წამლის მიღება. უფრო მეტ ზიანს ხომ არ მოგვიტანს, ვიდრე სარგებელს? ექიმები ცდილობენ ისეთი პრეპარატები შეარჩიონ, რომლებსაც საჭირო მოქმედების პარალელურად მინიმალური უკუჩვენება და შესაძლო თანმდევი ეფექტი აქვთ.

5. თავსებადობა სხვა პრეპარატებთან.

თანამედროვე სამედიცინო ანდაზის მიხედვით: “არ არსებობენ ჯანმრთელი ადამიანები, უბრალოდ მათი ნაწილი სათანადოდ არ არის გამოკვლეული. “ სამწუხაროდ ეს ხუმრობა რეალობასთან ახლოსაა. უკვე სკოლის ასაკიდან ბევრი ბავშვი იძენს ქრონიკულ დაავადებას, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდასრულებზე. ხშირად ეს დაავადებები მუდმივად ან პერიოდულად პრეპარატების მიღებას ითხოვს. მაგრამ ასეც რომ არ იყოს, როცა საქმე გაციებს და გრიპს ეხება, მხოლოდ ერთი პრეპარატით მკურნალობა ხშირად პრობლემატურია და რამდენიმე პრეპარატი გვჭირდება. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია ანტივირუსული პრეპარატის ხვა წამლებთან თავსებადობა.

6. პრეპარატი არ უნდა იწვევდეს მიჩვევას

არსებობს დაახლოებით 200 სახეობის გრიპის ვირუსი. ერთის გადატანის შემდეგ შეიძლება მოკლე პერიოდში მეორე შეგეყაროთ და კვლავ ავად გახდეთ. ნორმალური, ფუნქციონირებადი იმუნური სისტემის პირობებში ადამიანს შეუძლია წელიწადში 4 “გაციება“ გადაიტანოს და ოთხივეს დროს წამლების მიღება დაჭირდეს. ამიტომაც მნიშვნელოვანია რომ ანტივირუსული პრეპარატი მიჩვევას არ იწვევდეს როგორც ადამიანში, ისე ვირუსში, რათა თუნდაც ხშირი გამოყენების დროს თერაპევტული ეფექტი არ დაკარგოს.

Print
ბოლო სიახლეები