როგორი იქნება 2019 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
მერწყული


თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება თქვენთან მიმართებაში 2019 წელი ერთი სიტყვით აღიწეროს, ეს არის სიტყვა “გადასვლა“. გადასვლაში აუცილებლად ახალ ბინაში, ახალ ქალაქში ან სხვა ქვეყანაში გადასვლა არ იგულისხმება, თუმცა ესეც არ არის გამორიცხული. საქმე ეხება ახალ ადგილზე ფუნდამენტის ჩაყრას, იმ წერტილის მოძებნას, სადაც შეიძლება ფესვი გაიდგათ და გაიზარდოთ უკეთესი მომავლისკენ. ასეთი “გადასვლისკენ“ სწრაფვას თქვენი მფარველი პლანეტა ურანი გიღვივებთ. ამ წელს ის თქვენი ჰოროსკოპის “საფუძველში“ გაივლის და მორიგ ხანგრძლივ ციკლს დაიწყებს. მოგიწევთ ხელახლა გაიაზროთ ყველაფერი, რისი განხორციელებაც გინდათ. მოგიწევთ დაფიქრდეთ, როგორ მიაღწიოთ სასურველს. ყველაზე კომფორტულად მაშინ მუშაობთ, როცა კონკრეტული მიზანი და იდეა გაქვთ, რომლისაც გჯერათ და მზად ხართ მთელი დრო და ენერგია შესწიროთ. სამწუხაროდ ბოლო წლებში შეიძლება იმედგაცრუებული დარჩით იმ ამოცანებით, რომლებიც დაისახეთ. ხშირად ერთი შეხედვით წარმატებული წამოწყებები ცუდად დამთავრდა და ყველაფრის ახლიდან დაწყება მოგიწიათ. სწორედ ამაში დაგეხმარებათ ურანის მდებარეობა. თავის მხრივ, სატურნი და პლუტონი საკუთარი ციკლის დასასრულს უახლოვდებიან და ცის კაბადონის იმ ადგილზე განლაგდებიან, რომლებიც თქვენთვის წარსულს უკავშირდება. ურანის მსგავსად სატურნსაც გარკვეული გავლენა აქვს მერწყულზე, ასე რომ მისი გადაადგილება მნიშვნელოვანია. ამის გათვალისწინებით, დროა მიხედოთ იმ ყველაფერს, რისი კეთებაც რამდენჯერმე სამომავლოდ გადადეთ და დაუსრულებელი საქმეები დაასრულოთ. ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოთ და სამუდამოდ დაემშვიდობოთ ყველაფერს, რაც არ გჭირდებათ, თუმცა “მაინც, ყოველი შემთხვევისთვის“ ინახავდით.

ასევე პრინციპულად უნდა მიუდგეთ კავშირ–ურთიერთობებს. წლის დასაწყისში დაბნელება დაგანახებთ: თქვენს მიერ დასახული რომანტიული პერსპექტივები კორექტირებას საჭიროებს, ისევე როგორც ყველაფერი დანარჩენი. ამას გარდა თან გდევთ პარტნიორთან უთანხმოებები, რომელთა მოგვარებას ვერაფრით ვერ ახერხებთ. რამდენიმე თვეში ერთხელ საკითხი კვლავ ამოტივტივდებახოლმე და სერიოზულად ჩხუბობთ, შემდეგ კი ყოველდღიური საქმეების ფონზე დაძაბულობა უკანა პლანზე გადადის, თუმცა რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად ბრუნდება. ერთი შეხედვით ჩხუბი ეხება სამსახურს, ფულს, ცხოვრების წესს, სინამდვილეში კი საქმე ეხება მერწყულისთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას – თანასწორობას. რომელი პარტნიორია ლიდერის როლში და რომელი დაქვემდებარებულის როლში? და თუ საერთო მიზნებისთვის გჭირდებათ მაგალითად კარიერის დათმობა, რომელ თქვენგანს მოუწევს მსხვერპლის გაღება? ახალი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დასაწყებად წარსულის შეცდომები აღარ უნდა გაიმეოროთ.

პროფესიონალურ ასპარეზზე წელს დროებითი უძრაობა დგება. იძულებითი უმოქმედობა, მოლოდინი, სანამ დანარჩენი მოთამაშეები საკუთარ სვლას გააკეთებენ ძალიან გაღიზიანებთ. თქვენ ხომ იმდენი გეგმები გაქვთ და სულ რამდენიმე თვე მათ განსახორციელებლად. მოუთმენლობა გახრჩობთ. ივლისში ახალი თანამდებობის შეთავაზებას მიიღებთ. ეს თქვენს ამჟამინდელ მდგომარეობასთან შედარებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. მიმზიდველი შესაძლებლობაა, მაგრამ უნდა
დარწმუნდეთ, რომ მზად ხართ ის კონსტრუქციული მიზეზებით მიიღოთ და არა მხოლოდ იმისთვის, რომ წარსულთან კავშირი გაწყვიტოთ.

ფინანსური თვალსაზრისით აგვისტოში სასიამოვნო სიურპრიზი გელით: ამ მომენტიდან 2020 წლამდე საქმეები ძალიან კარგად წავა. ენთუზიაზმით იქნებით სავსე, ბეჯითად მუშაობთ და ღირსეულ ანაზღაურებას იღებთ. მოკლედ, თქვენს ადგილს იპოვნით!


ვერძი


ეს წელი ვერძებისთვის მძაფრსიუჟეტიანი ბოევიკივით არის – დინამიური, უწყეტი რბოლით, დევნით, შეტაკებით, შესვენების და დაფიქრების შანსის გარეშე, რომ გაიაზრო, რა უნდა მოიმოქმედო შემდეგი. თქვენი მფარველი მარსი ახალი წლის პირველივე დღეს შემოიჭრება ვერძის ნიშანში და მოძრაობას იმავე ტემპით განაგრძობს მთელი წელი, დეკემბრის ბოლომდე. თქვენი წარმოუდგენელი ენერგიულობა და ტემპი, რომელსაც თანდათანობით აკრეფთ, დაგეხმარებათ ამ საოცარი პერიოდის ყველა პერიპეტია გადაიტანოთ და ყველა ცალკეულ შემთხვევაში წარმატების გარანტიას მოგცემთ. თუმცა, ხანდახან მაინც დაფიქრდებით: ვინ ვარ მე? რას ვაკეთებ? და საით მივყავარ ამ ყველაფერს? ამ კითხვებზე პასუხს მხოლოდ 2020 წელი მოგცემთ, მაგრამ უკვე მიმდინარე წლის ბოლოსთვის უკეთესი წარმოდგენა გექნებათ საკუთარ თავზე, მიზანზე და მიმართულებაზე რომლითაც მოძრაობთ.


პირად ფრონტზე იანვრის ბოლოს დაბნელება მოახდენს გავლენას რაც მიგანიშნებთ, რომ ამჟამინდელმა ურთიერთობებმა შესაძლოა საკუთარი თავი ამოწურა, ყოველ შემთხვევაში არსებული სახით. საუბარია იმაზე, რომ თქვენი მეგობრობა დასასრულს მიუახლოვდა და უნდა გაიაზროთ – იმედები, რომლებიც ერთობლივ მომავალთან დაკავშირებით გქონდათ და ყველაფერი, რასაც ამ ურთიერთობიდან მოელოდით უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, ან სულაც მიუღწეველია. შედეგად, აუცილებელი იქნება გაიაზროთ, რამდენად მნიშვნველოვანი ხართ ერთმანეთისთვის და ღირს თუ არა ასეთი ურთიერთობების გაგრძელება თუნდაც კორექტირებული სახით. გაზაფხული, აპრილი და რომანტიკა დაგეხმარებათ შავი ღრუბლების გაფანტვაში, თუმცა იქნება ეს ძველი რომანი, რომელიც მომეტებული მოლოდინების გაქრობის შემდეგ განახლდება თუ ახალ სატრფოსთან ამაღელვებელი შეხვედრა გელით, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია.

ყველაფერთან ერთად, დამდეგ წელს ემოციები და ენერგია უკიდურესად მომატებულია. განსაკუთრებით ამას ივლის–აგვისტოში იგრძნობთ. შესაძლოა თქვენ და ახალი სატრფო სულაც არ გავხართ ერთმანეთს და გამყოფი კულტურული და სოციალური ბარიერების დაძლევა თქვენს ვნებას კიდევ უფრო გააღვივებს. ეს რა თქმა უნდა, შესანიშნავია, თუმცა მეორეს მხრივ შესაძლებელია მწვავე ჩხუბი და დაპირისპირება, რაც თქვენს შორის აუცილებლად მოხდება.

პროფესიონალურ ასპარეზზე ახალი წელი იმდენ ცვლილებას გპირდებათ, რომ მათი ჩამოთვლა უბრალოდ შეუძლებელია. სერიოზული რყევები გელით იანვარში. შემდეგ ზაფხულში და წლის ბოლო კვირებში. ყოველ ჯერზე მოგეჩვენებათ, რომ ყველაფერი, რასაც აქამდე მიაღწიეთ გადახაზეთ და ახალი, დიამეტრალურად საწინააღმდეგო მიმართულებით იწყებთ სვლას. თუმცა რამდენიმე თვეში სიტუაცია ისევ მეორდება... გვერდიდან შესაძლოა ისე ჩანდეს, რომ უბრალოდ შეცდომას უშვებთ და ზედიზედ რამდენჯერმე არასწორ გზას ირჩევთ. ან არასაკმარისად მომთმენი ხართ და არ შეგიძლიათ შედეგს მოუცადოთ. თუმცა სინამდვილეში ასე არ არის. ცვლილებების ტალღა, რომელიც დამდეგ წელს აგიტაცებთ იმდენად ძლიერია, რომ ერთადერთი გამოსავალია ეცადოთ ზედაპირზე დარჩეთ და ელოდოთ, საით წაგიღებთ ეს ტალღა. როგორ ახალ როლშიც არ უნდა აღმოჩნდეთ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ სიტუაცია 2020 წლის შუა პერიოდამდე დამშვიდდება. მოვლენათა მღელვარე განვითარების გათვალისწინებით ფინანსური სიტუაციაც არ იქნება სტაბილური. თუმცა, მთლიანობაში წელი საკმაოდ წარმატებული იქნება. თებერვალში კი მოულოდნელად ბონუსს მიიღებთ. ამის შემდეგ განსაკუთრებული დარტყმა არ გელით. სექტემბერი ცოტა უფრო წარმატებული იქნება. ნოემბერში კიდევ ერთი დაღმასვლა გელით. თუმცა წელი ოპტიმისტურ ნოტაზე დასრულდება.

კურო


ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ კუროებს ცვლილებები მაინცდამაინც არ უყვართ. მაგრამ გინდათ თუ არა ამ წელს ცვლილებები გარდაუვალია. ამიტომაც საუკეთესო ვარიანტია შეეგუოთ და იფიქროთ, როგორ მიიღოთ მათგან მაქსიმალური სარგებელი. 2018 წლის ზაფხულმა უკვე მოახდინა იმის დემონსტრირება, რამდენად სერიოზულად შეიძლება შეიცვალოს თქვენი ცხოვრება ურანის გავლენით. არადა ამ ძლევამოსილმა პლანეტამ მხოლოდ ორიოდ წუთით შემოიხედა თქვენს ნიშანში, მალევე დაგტოვათ და ცხოვრებაც ჩველულ კალაპოტს დაუბრუნდა. 2019 წელს კი ურანი კუროს კვლავ დაუბრუნდება, ოღონდ ამჯერად დიდი ხნით. კუროდან ტყუპებში საბოლოოდ მხოლოდ 2025 წელს გადავა. ამ დრომდე კი თქვენი ცხოვრება იმდენად შეიცვლება, რომ წინა ათწლეულის მოვლენებს ისე გაიხსენებთ, როგორც რაღაც შორეულს და გაუგებარს.

ყველაფერთან ერთად, კურო ტერიტორიაზე ძალიან მიჯაჭვული ნიშანია, უყვარს ნაცნობ გარემოში ყოფნა და მას "მშობლიურად" აღიქვამს. დამდეგი წელი თქვენს დამოკიდებულებას ამ თვალსაზრისითაც შეცვლის. თუმცა ამჯერად არა ურანის, არამედ მზის და მთვარის დაბნელებების გავლენით, რომლებიც იქ გადაგისვრიან, სადაც აქამდე არასოდეს ყოფილხართ. ზოგიერთ კუროს კი ახალი ცხოვრების დაწყების შანსიც მიეცემა. ახლა გეჩვენებათ, რომ ადგილიდან არაფრით დაიძვრებით, მაგრამ გვერწმუნეთ, შეიძლება საკუთარი თავიც კი გააოცოთ. ეს წელი ხომ მართლაც არასტანდარტულია.

პირადი ცხოვრებაც კაშკაშა მოვლენებით იქნება სავსე. წელს ვენერა და მარსი ერთადერთხელ ხვდებიან, სამეგიეროდ სწორედაც რომ კუროს "სასიყვარულო სექტორში". ზოდიაქოს დანარჩენ ნიშნებს მოუწევთ საკუთარ რიგს დაელოდონ. ეს წელი ხომ თქვენია. პირველად თქვენ და თქვენი ახალი პარტნიორი ერთმანეთს ყურადღებას იანვარში მიაქცევთ, თუმცა სხვადასხვა საქმეების გამო სავარაუდოდ ვერ მოძებნით საკმარის დროს, რომ ერთმანეთი კარგად გაიცნოთ. შემდეგ ჯერზე თქვენი გზები თებერვალში და მარტში გადაიკვეთება და სწორედ მაშინ ჩაისახება ურთიერთლტოლვა, თუმცა ნამდვილი ურთიერთობები მხოლოდ ზაფხულის შუა პერიოდში დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ორივე პლანეტა, და ესეიგი სასიყვარულო ისტორიის ორივე მონაწილე მთელი წელი ძლიერები და საკუთარ თავში დარწმუნებულები არიან. ეს არ არის ის შემთხვევა, როცა ადამიანებს გარემოებები აკავშირებს, ან ძლიერი პარტნიორი სუსტს "ქაჩავს". თქვენი ისტორია ეს არის საკუთარ თავში დარწმუნებული, შემდგარი ადამიანების კავშირი, რომლებმაც ერთად ყოფნა იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ერთმანეთი მოსწონთ.

კარიერის თვალსაზრისით შეიძლება იგრძნოთ, რომ თქვენი მოღვაწეობის მორიგი ეტაპი დასასრულს უახლოვდება. ამ კონკრეტულ სამუშაო ადგილზე უკვე ყველაფერს მიაღწიეთ და დრო მოვიდა წინ წახვიდეთ, თუნდაც განსაკუთრებული აჩქარების გარეშე. ეს მარტო თქვენი ბრალი არ არის. უბრალოდ წელია ასეთი. ჯობს ის გზა აირჩიოთ, რომელიც საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობების ინდივიდუალურად გამოვლენის შესაძლებლობას მოგცემთ და არა რაიმე მსხვილი სტრუქტურის ან კორპორაციის ფარგლებში.

ფინანსური თვალსაზრისით წელი წარმატებული იქნება. აპრილში და ივნისში მყისიერი შემოსავალი გაიზრდება, მაგრამ არ ღირს გრძელვადიანი ინვესტიციების და სამომავლო ინტერესების დავიწყება. ამიტომაც მიაქციეთ ყურადღება წინადადებას, რომელსაც ნოემბრის ბოლოს მიიღებთ. თუ მოგეწონათ, აუცილებლად დათანხმდით.

ტყუპები


როგორც წესი, ცხოვრებას ისე უდგებით, როგორც თამაშს და მუდმივად მოძრაობაში ხართ. ახალ იდეებს სიამოვნებით იტაცებთ და ასევე მალე ივიწყებთ, თუ სასურველ შედეგს არ გაძლევთ. ასე მოქმედებთ უკვე მრავალი წელია და თან წარმატებით. მაგრამ არის მომენტები, რომლებიც უფრო სერიოზულ მიდგომას საჭიროებს, როცა ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეთ და მერე იმოქმედოთ და რაც მთავარია, შესაძლო შედეგები გააანალიზოთ. 2019 წელი ზუსტად ასეთი მომენტია. არ შეგეშინდეთ, რომ რასაც ხელს მოკიდებთ ყველაფერში მარცხი გელით და ეს წელი მოსაწყენ, ერთფეროვან საქმეებს უნდა დაუთმოთ. შეგიძლიათ საკუთარ თავს არც წელს უღალატოთ. უბრალოდ ეცადეთ ხანდახან მაინც გათვალოთ რისკები. მაგალითად, ამინდის ცუდი პროგნოზის მოსმენისას ნუ იჩქარებთ მგზავრობის გადადებას. უბრალოდ თან წაიღეთ პალტო და ქოლგა. ამას ითხოვს დამდეგი წელი თქვენგან. გამოიყენეთ თქვენი გამომგონებლობა და შემოქმედებითი ნიჭი. მარსის მარშრუტი ცის კაბადონზე უახლოეს თვეებში ბარიერების დასაძლევად არასტანდარტულ გზებს გიკარნახებთ. არ შეგეშინდეთ და გჯეროდეთ საკუთარი თავის, საკუთარი იდეების, თვითგადარჩენის ინსტიქტის. უბრალოდ იფიქრეთ სანამ გადაწყვეტთ და ბედნიერ შემთხვევითობას ნუ დაელოდებით, რომ რთული სიტუაციიდან გამოგაძვრინოთ.

საბედნიეროდ პირად ფრონტზე სტაბილურობა გელით. თუ მყარი ურთიერთობები გაქვთ, ის კიდევ უფრო გამყარდება და გაღრმავდება. შეგიძლიათ საჭირო დროს პარტნიორის ემოციური მხარდაჭერის იმედი გქონდეთ. თუ ჯერჯერობით მარტო ხართ, ზაფხულის ბოლოს ბევრი სასიამოვნო შანსი გელით. მაისში კი, რამდენიმე დღით შეიძლება ძველ სიყვარულს შეხვდეთ. ვინ იცის, იქნებ კიდევ არის შანსი... ყველაზე ხელსაყრელი თვეები კი ნოემბერი და დეკემბერია, როცა შეძლებთ გადაწყვიტოთ, დადგა თუ არა დრო ურთიერთობები ახალ საფეხურზე აიყვანოთ და ერთობლივ მომავალზე იფიქროთ. თქვენთვის ეს სერიოზული ნაბიჯია და იმას მოწმობს, რომ საკუთარ ძალებში და შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ.

სამსახურში კი ნაკლებად თავდაჯერებული იქნებით. წლის მანძილზე არაერთხელ შეგეპარებათ ეჭვი მიღებულ გადაწყვეტილებებში და სხვადასხვა მიდგომებს გამოიყენებთ, ოღონდაც რამე შედეგს მიაღწიოთ. ხანდახან მოგეჩვენებათ, რომ ჩიხში შეხვედით და ერთადერთი გამოსავალია ყველაფერი მიატოვოთ.მძიმე გამოცდა გელით, თუმცა ყოველ ჯერზე შეძლებთ კომპრომისი მოძებნოთ. გარდა ამისა, ცხადი გახდება: მომავალი, რომელსაც თქვენს წარმოდგენებში ხატავდით, არარეალურია. აუცილებელია იპოვნოთ ასპარეზი, რომელიც უფრო მეტად შეეფერება თქვენს შესაძლებლობებს. თანამდებობა, რომელიც წინსვლის შანსს მოგცემთ, მაგრამ ამავე დროს სიამოვნებას მოგანიჭებთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობა არ მოგწონთ. თუმცა მთავარი ის არის, რომ პრობლემას დაინახავთ და მისი მოგვარების გზების ძებნას დაიწყებთ. რა თქმა უნდა, გამოსავალს აუცილებლად მოძებნით. თქვენ ხომ ყოველთვის აღწევთ მიზანს.

ფინანსური თვალსზრისით წელი სიურპრიზებს შემოგთავაზებთ. ივლისის მოვლენებმა კი შესაძლოა თქვენი ყველა გეგმა შეცვალოს. ამ თვეში შესაძლოა ისეთი ვარიანტები გამოჩნდეს, რომლებზეც ადრე ვერც კი იფიქრებდით.

ლომი 


2019 მწევერვალებზე აგიყვანთ. ეს სწორედ ის არის, რაც ძალიან გინდოდათ! თუმცა არის ერთი ნიუანსი: წარმატება მთლად ისე არ მოდის, როგორც თქვენ წარმოგედგინათ. მაგრამ მთავარია ოლიმპო დაიპყარით და ხედი ოლიმპოდან ნებისმიერ შემთხვევაში მშვენიერია.

სიურპრიზების პლანეტა ურანი, რომელიც ამავე დროს წარმატებაზე ორიენტირებული ადამიანების მფარველია დამდეგ წელს თქვენს ნიშანში აპოგეას აღწევს და ჰოროსკოპის ამ ნაწილში გარკვეული დროით რჩება. თუ თქვენს ცხოვრებას შორეული მომავლიდან შევხედავთ და ერთმანეთს რამდენიმე ათწლეულს შევადარებთ, ცხადი ხდება რომ სწორედ ის წლები, როცა ურანი თქვენს ნიშანი ყველაზე მაღალ წერტილში იმყოფება, ყველაზე პროდუქტიული და წარმატებული იყო. ამ პერიოდებში თქვენ საუკეთესო ფორმაში ხართ და სრულიად არ აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ. თქვენი “ოქროს ხანა“ დგება, თანაც წუთი წუთზე. ერთადერთი მინუსი, და ისიც შედარებითი, შემდეგია: ჯერჯერობით ვერც კი წარმოგიდგენიათ რომელი მხრიდან მოვა წარმატება. საქმე იმაშია, რომ ურანის ერთ–ერთი მზანი თქვენთვის იმის დემონსტრირება, რაოდენ მოულოდნელობებით, შემთხვევითობებით აღსავსე, სახალისო და გულუხვია ცხოვრება მათთვის, ვინც მზად არის გარისკოს და გაუკვალავი გზით იაროს.

ეს წელი ლომებს სასიყვარულო საქმეებშიც ხელს მოუმართავს. პლანეტა იუპიტერი, რომლის ენერგიას და ენთუზიაზმს ასე აფასებთ და რომელიც თქვენს ნატურას ასე ეხამება, წლის დიდ ნაწილს თქვენი ჰოროსკოპის “სასიყვარულო სექტორში“ გაატარებს და შეიძლება თამამად ვთქვათ, რომ იმედს არ გაგიცრუებთ. თუ იმედი გქონდათ, რომ თქვენი რომანი ლოგიკურად გაგრძელდებოდა ან სულაც მუდმივ ურთიერთობებში გადაიზრდებოდა, დამდეგი წელი ამისთვის საუკეთესო დროა. უფრო კონკრეტულად კი, იდეალური მომენტი აგვისტოს შუა რიცხვებში დადგება. თუმცა, ალბათ ღირს საკუთარ თავს დაუსვათ კითხვა: ხომ არ შეცდით პარტნიორის არჩევისას? შესაძლოა ნამდვილი სიყვარული სადღაც სხვაგან არის და შორიდან გადევნებთ თვალს. აქაც ურანი მზად არის მოულოდნელი მოვლენები “გაჩუქოთ“... ყველაფერთან ერთად, იანვარში დგება მომენტი, როცა მზად ხართ თქვენი გრძნობები გაამჟღავნოთ, მაგრამ ბოლო მომენტში თავს შეიკავებთ. არ ხართ დარწმუნებული, ღირს თუ არა თქვენი გრძნობების და სურვილების გამჟღავნება და ექნება თუ არა ამ ისტორიას ბედნიერი დასასრული. არავინ იცის. 2019 წელს ხომ არაფერი იქნება ისე, როგორც თქვენ ელოდით.

სამსახურეობრივ ასპარეზზე საქმეები სრულიად მოულოდნელად განვითარდება. ახალი როლები და წამოწყებები გელით, წარმატებული პროექტები, რომლებიც მოულოდნელად არაფრით მთავრდება. შესაძლოა მეტისმეტად მონდომებული ხართ, რომ სწორად იმოქმედოთ, ნაცვლად იმისა, რომ ცოტა ბედსაც მიენდოთ და მიიღოთ ის უჩვეულო საჩუქრები, რასაც ამ წელს გიგზავნით. თავი არიდეთ გრძელვადიან ვალდებულებებს. ნუ შეიკრავთ ხელ–ფეხს. ამ წელს ნებისმიერ მომენტში შეიძლება დაგჭირდეთ მოქმედების თავისუფლება.
და მაინც, მოვლენების მოულოდნელი და ხმაურიანი განვითარების მიუხედავად, ფინანსური თვალსაზრისით საქმეები ცუდად არ წაგივათ. მარტში სამომავლო დაბანდებების საკითხს ყურადღებით განიხილავთ. ზაფხულში გაუმართლებლად გარისკავთ, შემოდგომაზე კი უკვე დადებული გარიგების ანულირებას სცდით. არ იდარდოთ, ამ ისტორიებიდან არცერთი სერიოზულ ფინანსურ დანაკარგს არ მოგიტანთ.

თხის რქა


ზოდიაქოს ნიშებიდან ყველაზე კარგად თხის რქას ესმის , რომ დიდი საქმეები ერთ საათში არ კეთდება. ყველაფერს თავისი დრო და წესი აქვს. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ამბიციურები არიან, თუმცა ამავე დროს ზომიერები და მომთმენები. ეს ორი უკანასკნელი თვისება მათ 2019 წელს აუცილებლად გამოადგებათ. როდესაც რომელიმე შორეული პლანეტა თქვენს ნიშანში გადის, ცხოვრება განსაკუთრებით ბევრ მოთხოვნებს გიყენებთ. ამ წელს ასეთი ორი პლანეტა იქნება. წლის ბოლოს კი კიდევ ერთი დაემატება. ასეთი პლანეტარული კონცენტრირებები იშვიათად ხდება და ახალი ერის დასაწყისს მოასწავებს, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ თქვენი გარემოცვისთვისაც. მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მოვლენების შუაგულში სწორედ თქვენ აღმოჩნდებით.

სატურნი და პლუტონი ყოველდღიურად უახლოვდებიან ერთმანეთს. პირველი სწორედ შრომისმოყვარე და წარმატებულ თხის რქას განასახიერებს, რომელიც სიმაღლეებს თითქოს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპყრობს, თუმცა სინამდვილეში ამ ყველაფრის უკან რკინის ნებისყოფა და ბეჯითი შრომაა. მეორე პლანეტა კი თხის რქას სხვა თვალსაზრისით ხსნის – მგრძნობიარე ადამიანს ფარული ვნებებით, რომელიც შინაგან ხმაზეა ორიენტირებული . თუმცა, რაც არ უნდა გიკარნახოთ თქვენმა შინაგანმა ხმამ, დარწმუნებული ხართ რომ წარმატებას მიაღწევთ. დარწმუნებული ხართ იმაშიც, რომ ეს ნამდვილად ღირებული მიზანი იქნება და არა უბრალოდ მსხვილი"კუში". თუმცა სულ უფრო ახლოსაა მომენტი, როდესაც ამ ორი იპოსტასის ერთდროულად ზიდვას ვერ შეძლებთ და იძულებული იქნებით არჩევანი გააკეთოთ. ახლავე ცხადია, რომელ გზას აირჩევთ, როგორც ჭეშმარიტად ცივსისხლიანი ნიშანი, თუმცა სინამდვილეში, თქვენ ორივე გზას პარალელურად უნდა მიყვეთ მანამ, სანამ ისინი არ გადაიკვეთება და თქვენი ცხოვრება ახალ, ერთიან აზრს და მიზანს არ შეიძენს. ორი სრულიად ურთიერთსაწინააღმდეგო ასპექტის შერწყმა თითქოს დაუძლეველი ამოცანაა, მაგრამ დამდეგი წელიც ხომ განსაკუთრებულია: თხის რქის ნიშანში ოთხი დაბნელება გაივლის, რომელთაგან ყოველი მსუბუქად გადაგახვევინებთ საშიში გზიდან, ახალ გზებს დაგანახებთ და საჭირო დროს დაგეხმარებათ.
დამდეგი წელი რომანტიულ ურთიერთობებში თხის რქებისთვის ახალი ფურცლის გადაშლის, ან სულაც შესაძლოა ახალი თავის დაწყების დროა. პრინციპული ურანი გაზაფხულზე თქვენი ჰოროსკოპის "სასიყვარულო სექტორში" გადაინაცვლებს, მაისში კი მას ვენერაც შეუერთდება და საკუთარ თავს დაუსვამთ კითხვას: იქნებ კიდევ არსებობს შანსი ჩვეული რუტინა გავარღვიო, ჩარჩოები დავძლიო და რაღაც ახალი, ამაღელვებელი და მოულოდნელი ვცადო? ასეთ საქმეებში ურანი დიდი სპეციალისტია – არ არის გამორიცხული წლის ბოლოსთვის ყველაზე თამამი ოცნებების რეალობად ქცევა შეძლოთ და ბედნიერებასაც მიაღწიოთ.

სამსახურეობრივ საქმეებში თავის გამოჩენის შანსი აპრილში და ოქტომბერში გექნებათ. თუმცა ეს ყველაფერი ჩვეულებრივი, რუტინული, რიგითი მოვლენებია, რისთვისაც დიდი ძალისხმევა არ გჭირდებათ. თქვენ უდაოდ კარგი ხართ და საკუთარი თავის ფასიც იცით, უბრალოდ ამ ახალ ეტაპზე უფრო მაშტაბურად ფიქრობთ, ცხოვრებას მთლიანობაში , უფრო ღრმად იაზრებთ და მხოლოდ საქმით და კარიერული ზრდით არ შემოიფარგლებით.ფინანსური მდგომარეობა 2019 წელს სადარდელი არ გექნებათ. ამ თვალსაზრისით ყველაზე წარმატებული მარტი, აგვისტო და სექტემბერი იქნება.

მორიელი


რკალი, რომელსაც დამდეგ წელს ცის კაბადონზე თქვენი მფარველი მარსი მოხაზავს, თქვენი ჰოროსკოპის მთელ ზედა ნაწილში გაივლის.
მარსი ძალიან ჩქარობს, შესაძლოა იმ შენელებული სვლის კომპენსირება უნდა, რომელიც 2018 წლისთვის იყო დამახასიათებელი. და თქვენც მის რიტმში გაატარებთ მომავალ წელს. თანაც თითქოს ხელის გულზე, ყველას დასანახად. სწორედ ამ წელს ჩადგებით თქვენთვის ორგანულ ფორმაში და ყველა შესაძლებლობის დემონსტრირებას შეძლებთ. 2019 მნიშვნელოვანი იქნება კარიერული ზრდის თვალსაზრისით, არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ მათთვისაც, ვინც პერსპექტიულ კადრებს და პოტენციურ ხელმოცარულებს ადევნებს თვალყურს. ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თავს გაართმევთ, ოღონდ თამაშში ჩართვის შესაძლებლობა მოგეცეთ, მაგრამ პროცესის საჯაროობა ცოტა უხერხულობას იწვევს. ჩრდილში დარჩენას, ან ბოლო–ბოლო სადმე მეორე რიგში ყოფნას ამჯობინებდით. ყურადღების ცენტრში ყოფნა ამჯერად მაინცდამაინც არ მოგწონთ, მაგრამ სწორედაც რომ ამ წელს მეტი არჩევანი არ გაქვთ. მხოლოდ წლის ბოლოს, ოქტომბრის შემდეგ გაგიჩნდებათ შანსი კაშკაშა სინათლეს გაეცალოთ.

ურთიერთობების თვალსაზრისით საკმაოდ უჩვეულო წელია. ეს ეხება ყველანაირ ურთიერთობებს – კოლეგებს, მეგობრებს, საყვარელ ადამიანებს. ურთიერთობებს აწყობთ მათთან, ვისაც ენდობით, იმისათვის კი რომ ნდობა გაგიჩნდეთ დროა საჭირო. თქვენთვის აუცილებელია ბოლომდე გაარკვიოთ რას ფიქრობს ადამიანი, როგორ შეიძლება მოიქცეს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნებით მშვიდად. თუმცა ამჟამად ჰოროსკოპის იმ ნაწილში, რომელიც ურთიერთობებზეა პასუხისმგებელი ურანი შემოდის. ის არის მოულოდნელობის და ისეთი ძალის სიმბოლო, რომელიც ყველანაირ ბარიერს ანგრევს და ნანგრევებზე რაღაც ახალს აშენებს. უნდა შეეგუოთ, რომ ძველი წესები და მიდგომები აღარ იმუშავებს. წინ რომ წახვიდეთ და უახლოეს ათწლეულში პონტენციალის რეალიზება შეძლოთ იმ ადამიანების მხარდაჭერა უნდა მოიპოვოთ, ვინც მზად არის თქვენთან იმუშაოს, ვისი ნიჭიც ორგანულად შეავსებს თქვენსას. მათი ძებნა სპეციალურად არ მოგიწევთ. ურანის მიერ მოტანილი ცვლილებების ტალღა მათ თვითონ მოიყვანს თქვენთან. თქვენ მხოლოდ ის მოგეთხოვებათ, რომ ახალი ადამიანები მიიღოთ და ენდოთ. ეს კი ადვილი არ იქნება. არაერთხელ გადაწყვეტთ, რომ შეცდომა დაუშვით, ზედმეტი წამოგცდათ. ეს სავარაუდოდ მარტში ან თქვენი დაბადების დღის სიახლოვეს მოხდება. არ იდარდოთ, თქვენ უბრალოდ თამაშის ახალ წესებს სწავლობთ. სასიყვარულო ურთიერთობებშიც კი, რომელიც დიდი ხანია გრძელდება და განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ მოასწავებს, შეიძლება უხერხული მომენტები გელოდეთ, როცა უხერხულ კითხვებზე პასუხის გაწეცემა მოგიწევთ ან ისეთ რამეებზე ჩაფიქრება, რაზეც ადრე არ გიფიქრიათ.

პროფესიონალურ ასპარეზზე წლის პირველი დაბნელება, რომელიც იანვარში მოდხდება, თქვენთვის მნიშვნელოვანი მომენტი იქნება. ან მიხვდებით, რომ აბსოლუტურ მაქსიმუმს მიაღწიეთ, ან აღიარებთ, რომ არსებული საქმე უკვე აღარ გაინტერესებთ. ნებისმიერ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალია რაღაც ახლის ძებნა, თუმცა შესაძლოა გადაწყვიტოთ, რომ არსებულ სამსახურში ცოტა ხნით შეყოვნდეთ. გარდამტეხი მომენტი ალბათ აპრილში დადგება: თქვენ გაღიზიანებული ხართ, თქვენი მოთმინება სავსეა, თუ კარის მიჯახუნებით წასვლას გადაწყვეტთ, ეს სავარაუდოდ სწორედ აპრილში მოხდება.

ამის მიუხედავად, ფინანსური თვალსაზრისით თქვენთვის ერთ–ერთი საუკეთესო წელია. არ არის გამორიცხული, რომ ეს მომენტი გადამწყვეტი ფაქტორ გახდეს, რომელიც ცვლილებების დაჩქარებას გამოიწვევს. იუპიტერი მთელი წლის მანძილზე თქვენი ჰოროსკოპის “ფინანსურ სექტორში რჩება“ და მისი ზეგავლენა 2020 წლამდე გაგრძელდება. მოკლედ, ცხოვრება შესაძლოა იდეალურად არ აგეწყოთ, მაგრამ მთლიანობაში ყველაფერი რიგზეა. უსიამოვნებების საკომპენსაციოდ სასიამოვნო მომენტებიც გელით.

სასწორი


არ არის აუცილებელი სპეციალობით ასტროლოგი იყო, რომ მიხვდე: 2019 წელი ცვლილებების წელი იქნება. თუმცა, თუ სხვა ზოდიაქოს ნიშნები ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან ან პიქირით, მზად არიან დაუყოვნებლივ დაემშვიდობონ წარსულს და უკანმოუხედავად გაეშურონ მომავლისკენ, სასწორები ამჯობინებენ უფრო თავშეკავებული და უფრო კომფორტული მიდგომა აირჩიონ. წლის დიდ ნაწილს სასწორები წარსულიდან გამოყოლილი მოვლენების და ადამიანების დახარისხებაში გაატარებენ, თითქოს კარადაში ნივთებს ალაგებენო. განიცდით თუ არა კვლავ მიჯაჭვულობას მათ მიმართ? გჭირდებათ თუ არა ისინი სამომავლოდ? რაღაც “ძველი“ შესაძლოა ისევ შემოვიდეს მოდაში, რაღაც ნივთები ერთად მშვენიერ ანსამბლს შექმნან, თუმცა რა თქმა უნდა, უმრავლესობა გადასაყრელია – ეს თავიდანვე ცხადია. ყოველ შემთხვევაში, გაქვთ შესაძლებლობა მათ უკანასკნელად შეხედოთ და გაიხსენოთ, რომ ოდესღაც ისინი თქვენთვის ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო.
ასეთი სიტუაცია ექნებათ სასწორებს პირად ცხოვრებაშიც. ერთ–ერთი ყველაზე ონავარი პლანეტა ურანი ბოლო თითქმის ათი წელია აუჩქარებლად გადაადგილდება თქვენი ჰოროსკოპის “სასიყვარულო სექტორში“. უკვე მიეჩვიეთ გაუგებრობებს და დაძაბულობას, რომლებიც თქვენს ურთიერთობებში ამ პლანეტას შემოაქვს. თუმცა ახლა უკვე იმ წერტილს მიაღწია, რომლის იქითაც შედარებითი სიმშვიდე იწყება. მოვიდა დრო, როცა ყველაფერს შეიძლება რაციონალურად შეხედოთ, აღარ აყვეთ ჩხუბს და კამათს, რაც მთავარია ურთიერთობებში დადებით მომენტებზე კონცენტრირდეთ და აღარ დაუბრუნდეთ იმ ცუდს, რაც იყო. ერთი შეხედვით გარშემო თითქოს არაფერი შეიცვლება, მაგრამ ეს ახალი მიდგომა და ხედვა დიდ უპირატესობას მოგცემთ. შესაძლოა იმ ადამიანთან დაახლოებაც კი შეძლოთ, რომელიც ოდესღაც ძვირფასი იყო. მაგრამ ეს არ იქნება ჩახშობილი ვნების ამოხეთქვა ან შეწყვეტილი ურთიერთობების ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანა. უბრალოდ სიამოვნებას მოგანიჭებთ მასთან ურთიერთობა, დროის ტარება და თუნდაც გულითადი საუბრები. ამავე დროს გონივრულ დისტანციას შეინარჩუნებთ. მოგინდებათ ამ ნაპერწკლიდან გრძნობების ცეცხლის დანთება? თქვენი ნებაა. გადაწყვეტთ ყველაფერი ისე დატოვოთ როგორც არის? ესეც შეგიძლიათ, რადგან არანაირი ვალდებულებით არ ხართ შებოჭილი და არაფერი ახდენს თქვენზე ზეწოლას. შესაძლოა სწორედ ეს იყოს ამ ურთიერთობებში ყველაზე სასიამოვნო.
პროფესიულ სფეროში ივლისმა შესაძლოა რაღაც ახალი მოგიტანოთ – 2019 წლის ყველაზე ძლიერი დაბნელება სწორედ თქვენი ჰოროსკოპის შესაბამის სექტორზე მოდის. როგორიც არ უნდა იყოს ამ სიახლის დეტალები, ერთი რამ ცხადია: ეს იქნება სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯი – დაწინაურება ან სრულიად მოულოდნელი შემობრუნება კარიერაში. ამ უკანასკნელ შემთხვევაში საქმე მხოლოდ ახალ კაბინეტში გადასვლით ან არსებულ სამსახურში წინსვლით არ შემოიფარგლება. საქმე ეხება სრულიად ახალი ცხოვრების დასაწყისს, შესაძლოა სრულიად ახალ ადგილზეც კი.
ოდესღაც ასეთი პერსპექტივა აგანერვიულებდათ, მაგრამ ახლა ხომ ისედაც ძველი ცხოვრების ინვენტარიზაციას ატარებთ და ცვლილებებისთვის ემზადებით. ასე რომ, თუ ასეთი შანსი გაგიჩნდებათ მზად ხართ უარი არ თქვათ.
ფინანსური თვალსაზრისით პრობლემები უახლოეს მომავალში არ გელით. ყველაზე წარმატებული წლის ბოლო კვირები იქნება. მაგრამ მთლიანობაში სერიოზული ხარჯებისთვის მოემზადეთ – წინ ხომ მაშტაბური ცვლილებები გელით. ასე რომ, არ მოდუნდეთ და სიტუაციაზე კონტროლი არ დაკარგოთ, განსაკუთრებით შემოდგომის თვეებში.


კირჩხიბი


ერთი შეხედვით თითქოს ასე არ ჩანს, მაგრამ 2019 –მა შესაძლოა თავისუფლება მოგიტანოთ. ერთდროულად ზეწოლას რამდენიმე მხრიდან გრძნობთ და ასეთი ვითარება წლის მანძილზე დიდხანს გაგრძელდება, მაგრამ როგორც ამბობენ, მხოლოდ ბნელ ღამეში შეიძლება ცაზე ვარსკვლავების დანახვა, და თქვენც შანსი მოგეცმათ ამ გამოთქმის მართებულობაში კიდევ ერთხელ დარწმუნდეთ. ყველა კარი, რომელიც თქვენს წინაშე მუდმივად ღიაა და იმდენად ჩვეული მოვლენაა, რომ ვეღარც ამჩნევთ, მოულოდნელად ერთმანეთის მიყოლებით დაიხურება და გაიძულებთ შემდგომ გეგმებზე და მოქმედებებზე სერიოზულად დაფიქრდეთ. ძველებურად აგრძელებთ თუ არა დასახული მიზნებისკენ სვლას? თუ დროთა განმავლობაში გზიდან გადაუხვიეთ? ისევ იგივე გინდათ რაც ადრე გინდოდათ და არის თუ არა რეალური თქვენი სურვილების განხორციელება ახლანდელ სიტუაციაში? ეს საკმაოდ რთული კითხვებია. და მაინც, როცა თითქოს ყველაფერი თქვენს წინააღმდეგ მუშაობს და ყველა პოტენციური გასასვლელი დაკეტილია, მოულოდნელად პატარა კარი იღება, რომელსაც სრულიად სხვა მიმართულებით მიყავხართ. დიახ, შანსი მცირეა, მაგრამ ეს ის არის რაც თქვენ გჭირდებათ. თქვენს წინაშე ხომ თავისუფლებისკენ მიმავალი გზა იხსნება და შესაძლებლობა, წარსული უკან დატოვოთ და თუ მოისურვებთ ყველაფერი თავიდან დაიწყოთ.

როგორც მზის, ასევე მთვარის დაბნელებების უმრავლესობა 2019 წელს ან თქვენს ნიშანში ხდება, ან საპირისპირო – თხის რქის ნიშანში. სწორედ ეს წყვილი განსაზღვრავს თქვენი ურთიერთობების ვექტორს. ამ ველზე სერიოზული ბრძოლა გაიმართება, მაგრამ ის მოგცემთ პროდუქტიული ცვლილებების და შესაძლოა სერიოზული წინსვლის შანსს. დაბნელებების გადატანა ადვილი არ არის, მაგრამ პერსპექტივაში მათ თითქმის ყოველთვის სარგებელი მოაქვთ. იმედი ნუ გექნებათ, რომ ზედაპირული ცვლილებებით და იმ დაპირებებით გამოძვრებით, რომ აუცილებლად გამოსწორდებით. მოგიწევთ საკუთარ თავს კარგად ჩაუღრმავდეთ და გაარკვიოთ, კონკრეტულად რას ეძებთ ურთიერთობაში, რა გინდათ თქვენი სიყვარულის და ერთგულების საპასუხოდ. წესები, რომლითაც ბოლო ათი, ან სულაც ოცი წლის მანძილზე თამაშობდით, შესაძლოა უკვე აღარ მოქმედებს. მოგიწევთ მათი ხელახლა გადაწერა. ეს კი ადვილი არ არის. წლის შუა პერიოდში, ზუსტად თქვენი დაბადების დღისთვის მოულოდნელად გონება გაგინათდებათ. საკუთარ თავს სრულიად სხვაგვარად დაინახავთ , რაც შესაძლოა უფრო ზუსტად ასახავდეს თქვენს ჭეშმარიტ არსს. დაიმახსოვრეთ ეს ზმანება და მისდიეთ მის მიერ ნაჩვენებ გზას.

წლის ბოლოსთვის ცხოვრება უფრო მსუბუქ და კომფორტულ კალაპოტში ჩადგება. 2019 წლის ბოლო დაბნელება გაძლევთ შანსს რაღაც ახლიდან დაიწყოთ, მაგალითად ახალი რომანი. იუპიტერი ამ დროს თქვენი ჰოროსკოპის სასიყვარულო სექტორში შედის და კარგ პერსპექტივებს გიხსნით. მღელვარება და შფოთი კი უკან რჩება.
სამსახურში ბოლო წლების პერიპეტიებს სტაბილურობის პერიოდი შეცვლის და დაკარგულის ანაზღაურებასაც მყარად გადაწყვეტთ. თებერვალში გარდამტეხი მომენტი დგება, როცა რომელიღაც დასახული მიზნისთვის დაჟინებულ ბრძოლას მიატოვებთ და თამშიდან გახვალთ. არა, ეს მარცხის აღიარება არ არის და არც ტაქტიკური უკან დახევა. ეს უბრალოდ გონივრული საქციელია. როგორც კი ამ გადაწყვეტილებას მიიღებთ, მაშინვე უზარმაზარ შვებას იგრძნობთ.ფინანსური თვალსაზრისით წლის დასაწყისი საკმაოდ დაძაბული იქნება, მაგრამ თანდათანობით ყველაფერ ზედმეტს და არასაჭიროს ჩამოიშორებთ და სიტუაციის გამოსწორებას შეძლებთ.


მშვილდოსანი



გარკვეული თვალსაზრისით 2019 წელი თქვენთვის ათწლეულის საუკეთესო წელი იქნება, იმიტომ რომ თქვენი მფარველი იუპიტერი ძირითად დროს მშვილდოსნის ნიშანში გაატარებს, სადაც ის განსაკუთრებით ძლიერია და თქვენი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია. მისი გავლენა ასე ახლოს თქვენ 2007 წლის შემდეგ აღარ გიგრძვნიათ და მოუთმენლად ელით ხელახლა “დამუხტვის“ შესაძლებლობას. მომავალი წელი შესაძლებლობას მოგცემთ ხელახლა დადგეთ ფეხზე და მომავლის იმედი კვლავ გაგიჩნდეთ. იუპიტერი მშვილდოსანში ასტროლოგიურ ენაზე ფაქტიურად წარმატების სინონიმია და თქვენც აშკარად იგრძნობთ ამ გავლენას, რომელიც მთელი წელი გაგრძელდება. გარდა ამისა, თქვენს ნიშანში მისი გამოჩენა ახალი სასიცოცხლო ციკლის დასაწყისს დაუდებს სათავეს, რომელიც 2020 წელსაც გაგრძელდება. ამის გათვალისწინებით, უახლოეს თვეებში სასურველია ყურადღება გრძელვადიან პროექტებს დაუთმოთ, უახლოესი ხუთი და ათი წლის მანძილზე გაგრძელების პერსპექტივით. რასაც დასთესთ 2019 წელს, იმას მოიმკით შემდეგი წლების განმავლობაში.

თუმცა იმ დროს, როცა იუპიტერი მოგიწოდებთ მომავალზე კონცენტრირდეთ, გარე პლანეტები – სატურნი და პლუტონი საკუთარ ციკლებს ასრულებენ და მოვლენებს ნოსტალგიურობას სძენენ. აქ უჩვეულო და უცნაური არაფერია. პლანეტების მოძრაობის ციკლები ხშირად კვეთს ერთმანეთს. ასეა თქვენს შემთხვევაშიც . ამიტომაც თავი ნამდვილ მშვილდოსნად უნდა წარმოიდგინოთ და რაც შეიძლება შორეულ მიზანს დაუმიზნოთ.იმწუთიერი პრობლემების ნაცვლად მომავალზე კონცენტრირდით.
პირად ფრონტზე პერსპექტივები საკმაოდ კარგად გამოიყურება. იუპიტერის ყოფნა მშვილდოსანში დაგეხმარებათ კვლავ შეიძინოთ თავდაჯერება და ოპტიმიზმი, რაც პარტნიორის თვალში თქვენს მიმზიდველობას ავტომატურად გაზრდის. მარსი, რომელიც ხშირად თქვენს პარტნიორს განასახიერებს, უახლოეს თვეებში ჰოროსკოპის ყველა სექტორში აქტიურია, რომლებიც პირად ცხოვრებას განაგებენ. ამიტომაც საკმარისი შანსები გექნებათ ახალი ნაცნობობისთვის, შეყვარებულობისთვის, ჩხუბისთვის ან ურთიერთობების ახალ საფეხურზე ასაყვანად. მოკლედ, ცხოვრება მრავალ ვარიანტს შემოგთავაზებთ. თავის მხრივ, ვენერა 2019 წელს მშვილდოსნის ნიშანში ორჯერ გაივლის – წლის დასაწყისში და წლის ბოლოს. რომანტიული შესაძლებლობების ასეთ სიმრავლეში გაქვთ რისკი მომეტებული მოლოდინის გამო გრძნობები ჩაიხშოთ. თუმცა, როგორც არ უნდა აეწყოს თქვენი ურთიერთობები, ყოველთვის გექნებათ შესაძლებლობა მათ განვითარების შანსი მისცეთ.

კარიერაში და ფულად საკითხებში ეს წელი ერთ ეპოქას ასრულებს და ახალ ეპოქას უყრის საფუძველს. თქვენი სამსახურეობრივი მდგომარეობა და ცხოვრება მალე შეიცვლება, თანაც საკუთარ ნიშანში იუპიტერი გყავთ. ასე რომ სადარდებელი არაფერია. როგორც კი მხარდაჭერა დაგჭირდებათ, იუპიტერი თქვენს გვერდით იქნება და წარმატება არ მიგატოვებთ. ფინანსური სირთულეები წლის ბოლოსთვის მოგვარდება.

თევზები


2019 წელი შესაძლოა სრულიად ქაოტურად მოგეჩვენოთ – კვირიდან კვირამდე დაუსრულებელი სიტუაციების ცვალებადობა და წარმატება–მარცხის მონაცვლეობა ცოტა არ იყოს დაგღლით და გამოგფიტავთ, მაგრამ თუ საბოლოო შედეგს შევაჯამებთ, წლის ბოლოს სრულიად სხვა სურათს მიიღებთ: სიტუაციის ცვალებადობის მიუხედავად ბალანსის შენარჩუნება შეძელით. დიახ, საქმე წინ მიდის. მართალია ნელა, მაგრამ პროგრესი გექნებათ.

პრობლემა შეიძლება იუპიტერის მდებარეობაში იყოს. ეს პლანეტა გამოუსწორებელი ოპტიმისტია, რომელსაც ყველაფერი კარგი მოაქვს და თქვენც მის ყველა გულუხვ საჩუქარს ენთუზიაზმით ხვდებით. მაგრამ თქვენს მდიდარ წარმოსახვასთან შერწყმული იუპიტერის ოპტიმიზმი გარკვეულ არასტაბილურობას იწვევს: ისეთი სცენარების წარმოდგენას, რომელთა რეალიზება შეუძლებელია, ან ძალიან არაპრაქტიკულია, ან ძალიან დიდ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. მშვენიერი ოცნებები გექნებათ, მაგრამ სამწუხაროდ კონკრეტულ, განხორციელებად გეგმებთან მათ საერთო არაფერი ექნებათ. შედეგად, როგორც კი ახალი ბრწყინვალე იდეით აენთებით, ცხოვრება მაშინვე თავის კორექტივებს შეიტანს თქვენს გეგმებში და მოგიწევთ უკან დაიხიოთ. ასეთ დროს სინანული შეგიპყრობთ, თუმცა იგრძნობთ სატურნის არც ისე ძლიერ, თუმცა სტაბილურ მხარდაჭერას, რომელიც უფრო მოკრძალებულ, მაგრამ რეალურ ალტერნატივას შემოგთავაზებთ. მართალია ის იუპიტერის ბრწყინვალე გეგმებს ვერ შეედრება, მაგრამ არსებითად, ამ ორი პლანეტის ერთობლივი მუშაობის შედეგია.

შთაგონებული იუპიტერის გარეშე სატურნი ვერაფერს გახდებოდა. მეორეს მხრივ, იუპიტერის გიჟური იდეების რეალობასთან დაახლოვება მხოლოდ პრაქტიკულ სატურნს შეუძლია. ამავე დროს, როგორიც არ უნდა იყოს საბოლოო შედეგი, თქვენ აშკარად მოგებული დარჩებით. ეს არ უნდა დაივიწყოთ. მომავალ წელს ეს ციკლი სამჯერ განმეორდება და ყოველ ჯერზე თქვენს მიზანს მიუახლოვდებით. მიუხედავად თქვენი ეჭვებისა, პროგრესი გარდაუვალია!

თქვენი ცხოვრების ემოციური მხარე 2019 წელს განსაკუთრებულად ფრთხილ მიდგომას მოითხოვს. მომავალი წლის დაბნელებები თქვენი ჰოროსკოპის იმ სფეროებში მოხდება, რომლებიც თქვენს პირად ცხოვრებაზე და ურთიერთობებზე არიან პასუხისმგებელი. მათი გავლენა საგრძნობლად გააღრმავებს თქვენთვის ჩვეულ მერყეობას ურთიერთობების განვითარებაში და იმის მსგავს ეფექტს მოგცემთ, როგორსაც იუპიტერი და სატურნი ახდენენ ცხოვრების დანარჩენ სფეროებში. თუ გადაწყვეტთ ძველი გატაცება რაღაც ახლის გულისთვის დაივიწყოთ, შედეგად შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ წრეზე ტრიალებთ. ძველ და მყარ მეგობრობასაც კი მარტში და აპრილში სერიოზული გამოცდა ელის. თუმცა ზაფხულის მოახლოებასთან ერთად ემოციური დაძაბულობა იკლებს. შემოდგომაზე დამშვიდდებით და მიხვდებით,რომ ეს სასარგებლოა არა მხოლოდ თქვენთვის, არამედ გარშემომყოფებისთვისაც. შედეგად კი წლის ბოლო კვირებში უფრო მშვიდი და თავშეკავებული გახდებით. რაც მხოლოდ წაგადგებათ.

პირად ფრონტზე გაუგებრობისგან განსხვავებით კარიერული პერსპექტივები 2019 წელს ბრწყინვალედ გამოიყურება. იუპიტერი კვლავ თქვენი ჰოროსკოპის ზედა ნაწილში დარჩება, ეს კი წარმატების უტყუარი ნიშანია. თუნდაც ხანდახან უკან დახევა მოგიწიოთ, საბოლოოდ დიდი პროგრესი გექნებათ.

მატერიალური თვალსაზრისითაც წელი საკმაოდ წარმატებულია. წარსულთან შედარებით თქვენი ფინანსური მდგომარეობა დასტაბილურდება და გამყარდება. ყველაზე წარმატებული წლის დასაწყისი იქნება, რომელიც მიმზიდველ შესაძლებლობებს მოგცემთ.

ქალწული


წარმოიდგინეთ რომ გადაწყვიტეთ სახლი აიშენოთ. სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ უშუალოდ მიიღოთ მონაწილეობა სამშენებლო სამუშაოებში: აზილოთ ცემენტი, დააგოთ ფილები, შეღებოთ კედლები. თუმცა ალბათ ასე არ მოიქცევით. გირჩევნიათ დაელოდოთ, სანამ ხელოსნები ყველაფერს მორჩებიან და მხოლოდ ამის შემდეგ გადახვალთ სახლში საცხოვრებლად. დამდეგი წლისთვის ეს სრულიად შესაფერისი ანალოგიაა. კოსმოსში ბევრი რამ ხდება: ძლევამოსილი პლანეტები შორსმიმავალი ცვლილებების ინიცირებას ახდენენ, მაგრამ კოსმოსურ სივრცეში მოქმედება ძირითადად თქვენი ზოდიაქოს საპირისპირო ნაწილში განვითარდება. შესაბამისად, მიმდინარე პროცესებში უშუალო მონაწილეობა აუცილებელი არ არის, თუ რა თქმა უნდა ეს ძალიან არ გინდათ. შეგიძლიათ მოვლენებს გვერდიდან დააკვირდეთ, ვიდრე ორომტრიალში ჩაერთოთ. ისევე, როგორც სახლის შემთხვევაში, ასეთი მიდგომა მხოლოდ წაგადგებათ და უფრო ობიექტურად შეაფასებთ გაკეთებულ საქმეს. შორსმიმავალი გეგმების განხორციელება მხოლოდ წლის ბოლოსთვის შეგიძლიათ დაიწყოთ.

2019 წლის დასაწყისში თქვენი ემოციური განწყობა შეიცვლება. შესაძლოა ამის მიზეზი თქვენს გარშემო მიმდინარე ცვლილებები გახდეს. რაც არ უნდა იყოს, არ შეშინდებით და ნებისმიერი შესაძლებლობის გამოყენებით დასახული მიზნისკენ სვლას შეეცდებით. არა, თქვენ უგუნური არ ხართ, მაგრამ ახალი შეგრძნებების და გამოწვევების არ გეშინიათ. გიყვართ სხვადასხვა ალტერნატივის მოსინჯვა. სხვაგვარად ხომ ვერ განსაზღვრავთ, რომელი უკეთესია... შედეგად, პირად ფრონტზე, ემოციური თვალსაზრისით თქვენ ცხოვრება მრავალფეროვანი და საინტერესო იქნება. და მართალია აღმაფრენისა და დაღმასვლის გარეშე მომავალი წელიც არ ჩაივლის, რომანტიული გატაცებების შემოტევა თქვენი ცხოვრების სხვა ასპექტებსაც გაახალისებს. გაოცებული მეგობრები შეშფოთდებიან, ხომ არ გაგექცათ სიტუაციის კონტროლი ხელიდან. თუმცა, თქვენ კარგად აცნობლიერებთ რასაც აკეთებთ და ამით სიამოვნებას იღებთ. წლის ბოლოს შესაძლოა გონების დაკარგვამდე მიხვიდეთ და შესაძლოა მაშინ მიხვდეთ, რომ სწორედ ამ რომანს ელოდით მთელი ცხოვრება.

კარიერული ცვლილებები 2019 წელს სავარაუდოდ მეორე პლანზე გადავა. თუმცა არ იდარდოთ. თქვენი ცხოვრება ისედაც მოვლენებით იქნება დატვირთული. ის ცვლილებები კი, რომლებსაც 2020 წლის დასაწყისისთვის სატურნი და პლუტონი გიმზადებენ, თქვენთვის წარმატებულ სამსახურეობრივ ატმოსფეროს შექმნის. ასე რომ, არ ღირს აჩაქრება.

ჩვენს ანალოგიას რომ დავუბრუნდეთ, დაელოდეთ სახლის დამთავრებას და მხოლოდ ამის შემდეგ გადადით იქ საცხოვრებლად. კარიერასთან დაკავშირებით ზემოთთქმულის გათვალისწინებითაც კი, 2019 წელს სასიამოვნო სიურპრიზებიც გელით. კერძოდ, აპრილში და მაისში შანსი მოგეცემათ ახალ საფეხურზე ახვიდეთ, ლიდერი გახდეთ და სხვებიც აიყოლიოთ. თქვენი დამსახურებების აღიარებას სავარაუდოდ ივნის–ივლისზე ადრე არ უნდა ელოდეთ, თუმცა თქვენი მთავარი მოტივაცია ეს არ იქნება, ამიტომაც დიდად გული არ დაგწყდებათ.

ცხოვრებისადმი ახალი მიდგომა შედეგს ფინანსურ სფეროშიც გამოიღებს. პროცესი იანვრიდან დაიწყება და პიკს ოქტომბერში მიაღწევს. სულ უფრო მეტი თავდაჯერებით განკარგავთ შემოსავლებს და ბიუჯეტს, ეს კი დადებითად აისახება თქვენს კეთილდღეობაზე. წარსული მერყეობა და თავდაჯერების ნაკლებობა კი უკველოდ გაქრება.

Print
ჰოროსკოპი
ბოლო სიახლეები