ზიგმუნდ ფროიდის ცნობილი ფსიქოლოგიური ტესტი
ზიგმუნდ ფროიდის ფსიქოლოგიური ტესტის ერთ-ერთი მთავარი პირობაა მოიმარჯვოთ ფურცელი, კალამი  და დაწეროთ ის, რასაც გრძნობთ და რაც პირველ რიგში მოგივათ თავში.


1. წარმოიდგინეთ, რომ გასცქერით ზღვას. თქვენი პირველი შეგრძნება (შეგიძლიათ, დახუჭოთ თვალები…)

2. მიდიხართ ტყეში და ფეხებში იყურებით. რას გრძნობთ? პასუხისთვის მხოლოდ 30-40 წამი გაქვთ.





3. ხედავთ თოლიების გადაფრენას. რას გრძნობთ ამ დროს?


4. თქვენ წინ ცხენების რემა მიდის. დაწერეთ პირველი, რაც ამ დროს თავში მოგივათ, არ დაფიქრდეთ, ისე.





5. უდაბნოში კედელს მიადექით, რომელსაც ბზარები აქვს, ამ ბზარებიდან კი ოაზისი მოჩანს. ამჯერად აზრები არ დაგჭირდებათ, საჭიროა ქმედებები. რას მოიმოქმედებდით?





6. უდაბნოში დაღლილი გზად წყლით სავსე დოქს დაინახავთ. რას მოიმოქმედებთ, დაწერეთ ფურცელზე.






7. ტყეში დაიკარგეთ. უკვე საღამოა. დაინახეთ სახლი, სადაც შუქი ანთია. დაწერეთ, რის გაკეთებას აპირებთ?





8. ნისლში ხართ და ვერაფერს ხედავთ. რა არის პირველი რასაც გააკეთებდით?









შედეგები: (ანუ რას გულისხმობდა ამ კითხვებში მეცნიერი)


1. თქვენი ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება, ემოციები, შეგრძნებები.
2. თქვენი დამოკიდებულება საკუთარი ოჯახის მიმართ.
3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
4. თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.
5. თქვენი ძირითადი ცხოვრებისეული სტრატეგია, მიზანი; როგორ წყვეტთ პრობლემებს.
6. თქვენი სექსუალური არჩევანი. პარტნიორის არჩევანი.
7. თქვენი მზაობა ქორწინებისთვის.
8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.
Print
ბოლო სიახლეები