არ არსებობს კონკრეტული გენი, რომელიც ადამიანის ჰომოსექსუალობას განსაზღვრავს. ახალი კვლევა
ნახევარი მილიონი ადამიანის გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ არ არსებობს ერთი კონკრეტული გენი, რომელიც ჰომოსექსუალობას განაპირობებს.

კვლევის დროს, რომლის შედეგები ჟურნალ Science–ში გამოქვეყნდა, დიდი ბრიტანეთისა და ამერიკის ბიოტექნოლოგიური კომპანიის–23andMe–ს ბიობანკში არსებული მონაცემები შეისწავლეს.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს რამდენიმე გენეტიკური კომბინაცია, რომლებიც ერსქესიან ურთიერთობებს უკავშირდება, თუმცა გენეტიკური ფაქტორები მხოლოდ მეოთხედით განსაზღვრადნენ ჰომოსექსუალურ ქცევას.

მკვლევარებმა 409 000 ადამიანის გენომის სკანირება მოახდინეს, რომლებიც ბრიტანულ ბიობანკში იყო დარეგისტრირებული. 68500 ადამიანის გენომი კი გენეტიკურ კომპანია 23andMe–ს ბანკიდან აიღეს.

კვლევის მონაწილეებს ასევე დაუსვეს კითხვა მათი პარტნიორების სქესის შესახებ.შედეგად ჰარვარდის უნივერსიტეტისა და მასჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადამიანის ჰომოსექსუალური ქცევის 8–დან 25%–მდე გენეტიკური ფაქტორებით არის განპირობებული, თუმცა არა რომელიმე ერთი გენით.

აღმოჩნდა, რომ საკუთარი სქესის ადამიანების მიმართ ლტოლვა 5 გენის კომბინაციას უკავშირდება. 5 გენის კომბინაცია, რომელიც მეცნიერთა დასკვნით, ადამიანის ჰომოსექსუალობაზე ახდენს გავლენას, გამოკითხული ჰომოსექსუალების მხოლოდ 25 პროცენტთან დაფიქსირდა.
“არ არსებობს ჰომოსექსუალობის ერთი გენი, ამიტომაც გენეტიკური ტესტი იმის შესახებ, არსებობს თუ არა ადამიანში ჰომოსექსუალობის ალბათობა, არაეფექტურია. ფაქტიურად შეუძლებელია ადამიანის გენომის მიხედვით მისი სექსუალური ქცევის წინასწარ განსაზღვრა“ – ამბობს მასაჩუსეტის კლინიკის ანალიტიკური და ტრანსლიაციური გენეტიკის განყოფილების პროფესორი, ბენ ნილი, რომელიც კვლევაზე მუშაობდა.

““ეს ბუნებრივი და ნორმალური განსხვავებაა, რომელიც ადამიანებში გვხვდება და ეს კვლევაც ადასტურებს, რომ არ არის საჭირო მისი “განკურნების“ მცდელობა.“– ამბობს კიდევ ერთი მკვლევარი ფა სატირაპონგსასუტი.

კალიფორნიის გენეტიკის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის, დევიდ კერტისის თქმით ეს კვლევა ნათლად აჩვენებს, რომ არ არსებობს ისეთი გაგება, როგორიც არის “გეების გენი“ და წლების მანძილზე წამოყენებული არაერთი თეორია “ჰომოსექსუალობის განკურნების“ შესახებ არარეალურია.

“ადამიანის პოპულაციაში არ არსებობს გენების ისეთი თანწყობა, რომელიც არსებით გავლენას მოახდენს სექსუალურ ორიენტაციაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს გენების შერწყმის მრავალი ვარიანტი. ამასთან, თუნდაც ჰომოსექსუალობა გენეტიკურად არ იყოს განსაზღვრული, როგორც ამას ეს კვლევა ადასტურებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის გარკვეულწილად ადამიანის პიროვნების განუყოფელი ნაწილი არ არის.“
– ამბობს დევიდ კერტისი.

ლგბტ პირთა უფლებების დაცვის არასამთავრობო ორგანიზაცია GLAAD–ის განცხადებით კვლევა ადასტურებს, რომ შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს, რა ხარისხით ახდენს გავლენას ლესბოსელების და გეების ქცევაზე ბუნება ან აღზრდა.

Print
ბოლო სიახლეები