ბრედ პიტის და ლივ ტაილერის ფლირტი ვენეციის კინოფესტივალზე
ბრედ პიტმა ვენეციის კინოფესტივალზე მისი ახალი ფილმი – “ვარსკვლავებისკენ“ წარადგინა. ჟურნალისტების ყურადღება მიიპყრო ფილში მის პარტნიორთან, ლივ ტაილერთან მისმა მეტისმეტად გულთბილმა ურთიერთობამ და ჩახუტებამ. 
ანჯელინა ჯოლის ყოფილი ქმარი, 55 წლის ბრედ პიტი ამჟამად მარტოა. ის ამბობს, რომ სერიოზული ურთიერთობებისთვის მზად არის, თუმცა ქალების ყურადღებაზე უარს არ ამბობს. პიტი ვენეციის კინოფესტივალზე ფილმთან დაკავშირებულ პრეს კონფერენციასაც დაესწრო, შემდეგ კი ლივ ტაილერთან ერთად ხალისიანად პოზირებდა ფოტოგრაფების წინაშე.


მსახიობები კარგ ხასიათზე იყვნენ. ლივ ტაილერი ბევრს იცინოდა და ბრედ პიტს ხან მხარზე ხვევდა ხელს, ხან კი ყურში ეჩურჩულებოდა. მედიას ეს ფაქტი უყურადღებოდ არ დარჩენია.

Print
ბოლო სიახლეები