ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს შორის მძაფრი კონკურენციაა

სასექსის ჰერცოგის, პრინცი ჰარის მეუღლე კემბრიჯის ჰერცოგის, პრინცი უილიამის მეუღლესთან მუდმივი შედარებებით დაიღალა.მეგან მარკლი განიცდის იმას, რომ მას მუდმივად ადარებენ ქეით მიდლტონს, რომელმაც მეტისმეტად მაღლა აწია თამასა. მეგანმა ერთხელ ირონიულად აღნიშნა კიდეც, რომ ბრიტანულ საზოგადოებას ის სწორედ ამისთვის სჭირდება. როგორც სამფეო კართან დაახლოებული წყარო ამბობს, ქეითის მიერ დაწესებული მეტისმეტად მაღალი სტანდარტი მეგანისთვის დამთრგუნველია.

ქეით მიდლტონი ინგლისში დაიბადა და ამ ქვეყნის მოსახლეობისთვის ის თავისიანია. ყოფილი ამერიკელი მსახიობი კი მათთვის უცხოა.

“მეგანს იზოლაციის განცდა აქვს დიდ ბრიტანეთში. ის მედიის მხრიდან მკაცრი კრიტიკის ობიექტია. მას ხელფეხი აქვს შეკრული და თავის დაცვა არ შეუძლია. მისთვის ეს ძალიან რთულია.“ – წერს US Weekly ინსაიდერზე დაყრდნობით.

მეგანი კალიფორნიაში გაიზარდა. ამერიკელი გოგო საცხოვრებლად ლონდონში მას შემდეგ გადავიდა, რაც პრინც ჰარის გაყვა ცოლად. “ეს ორი განსხვავებული ქალია სხვადასხვა კულტურიდან. ქეითმა იცის, რომ მეგანი მისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს. მეგანი კი საკმაოდ ზრდასრულია და კარგად ესმის, რომ მისი როლი ქეითის როლისგან ძალიან განსხვავდება. “ – ამბობს პრინცესა დაიანას ყოფილი მსახური პოლ ბარელი.


ის მეგანის მიმართ სიმპატიით არის განწყობილი. “დარწმუნებული ვარ, რომ მეგანი სიტყვის ადამიანია. ის გამოთქვამს თავის აზრს და ამას ისე აკეთებს, როგორც თანამედროვე ამერიკელი ქალი უნდა აკეთებდეს.“– ამბობს სამეფო ოჯახის საკითხებში ექსპერტი.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრიტანეთის მომავალი მონარქი პრინცი უილიამი გახდება. პრინცი ჰარი მომავალი მონარქების სიაში მხოლოდ მეექვსეა. თუმცა ახალგაზრდა წყვილს სამეფო ოჯახის ეტიკეტის დაცვა მაინც მკაცრად მოეთხოვება. მისი დარღვევის გამო კი ხშირად ხდებიან კრიტიკის ობიექტი. მეგან მარკლის დაქალმა, ჯესიკა მარლუნიმ განაცხადა, რომ მეგანი სამი წელია იტანს დაუმსახურებელ სიძულვილს და შეურაცხყოფას.

მაგალითად, კრიტიკის ტალღა მოყვა ჰარის და მეგანის დასასვენებლად გამგზავრებას კერძო თვითმფრინავით. ამ სკანდალის ფონზე კი პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი კვლავ კეთილგონივრულად მოიქცნენ და შოტლანდიაში ბავშვებთან ერთად ბიუჯეტური რეისით გაემგზავრნენ.




Print
ბოლო სიახლეები