ბელგიის ზოოპარკში პანდამ ტყუპები გააჩინა
ბელგიის ზოოპარკ “პაირი დაიზას“ ზოოპარკში პანდამ ტყუპები გააჩინა. ზოოპარკის ადმინისტრაციის ცნობით პატარა პანდებიდან ერთი გოგოა, მეორე კი ბიჭი. შემდგომი დღეები მათი გადარჩენისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი იქნება. პატარები და მათი დედა – ჰაო ჰაო ზოოპარკის თანამშრომლების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან, რომლებიც პატარებს სათანადოდ მოუვლიან. ზოოპარკის დამაარსებლის თქმით ორი პატარა პანდას დაბადება მათთვის შესანიშნავი მოვლენაა, რადგან ეს ჯიში გადაშენების საფრთხის ქვეშ დგას. მისი თქმით მათი ზოოპარკი ძალიან ამაყობს, რადგან არათავისუფალ გარემოში პანდას დაბადების შემთხვევები ძალიან იშვიათია.

პატარების წონა 150 გრამია. იმისათვის რომ დედამ დაისვენოს, ზოოპარკის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს მას თითო ბავშვი დაუტოვონ, მეორე კი მორიგეობით ინკუბატორში, ხელოვნურ კვებაზე გადაიყვანონ.



ტყუპების გაჩენამდე ჰაო ჰაო ერთხელ უკვე გახდა დედა. პანდა ჩინეთისგან ბელგიის ზოპარკს იჯარით ყავს წამოყვანილი. ყველა შვილი, რომელიც არენდის დროს გაჩნდება, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკუთრებაა.
დიდ პანდებს უჩვეულო რეპროდუქტიული ციკლი აქვთ: დიდი ზომის დედა პანდები ჩასახვისთვის წელიწადში მხოლოდ ერთხელ არიან მზად, თანაც ეს ფაზა ორი დღეზე ნაკლებ ხანს გრძელდება, რის გამოც პანდები ზოოპარკის პირობებში ძნელად მრავლდებიან. გამრავლების პროცესში ხელოვნურ ჩარევას ზოოპარკების თანამშრომლები ცდილობენ. ისინი თვლიან, რომ ცხოველში სექსუალური ლტოლვის გაღვიძება შესაძლებელია, მაგალითად ე.წ. პანდა–პორნოს ჩვენებით ან ვიაგრას მიცემით. მაგრამ ეს ექსპერიმენტები წარმატებით ვერ დამთავრდა.

ჰაო ჰაო ხელოვნურად აპრილში გაანაყოფიერეს.



ველური ბუნების მსოფლიო ფონდის ინფორმაციით მთელ მსოფლიოში, ველურ ბუნებაში სულ 2000 პანდაზე ნაკლები შემორჩა.

Print
ბოლო სიახლეები