ანჯელინა ჯოლის ქალიშვილს დედასთან ცხოვრება აღარ უნდა და მამასთან გადადის საცხოვრებლად
დასავლური მედიის ინფორმაციით ანჯელინა ჯოლის და ბრედ პიტის 13 წლის ბიოლოგიურ შვილს შაილოს დედასთან ცხოვრება აღარ უნდა და ახლო მომავალში საცხოვრებლად მამასთან გადადის. ინფორმირებული წყაროების ცნობით გოგონა უკმაყოფილოა იმით, თუ როგორ იქცეოდა მისი დედა განქორწინების პროცესისა და ბავშვებზე მეურვეობის პროცესის დარეგულირების დროს.

შაილომ გადაწყვიტა დატოვოს დედის სახლი, რომელსაც “უბედურების ზონას“ უწოდებს. თანაც ისე, რომ დედისთვის ნებართვა არც უთხოვია. უბრალოდ ფაქტის წინაშე დააყენა და შეატყობინა, რომ ბრედთან გადადის საცხოვრებლად.


ოჯახთან დაახლოებული წყარო ამბობს, რომ ეს ანჯელინასთვის დიდი დარტყმა იქნება. სამაგიეროდ გახარებულია ბრედ პიტი, რადგან შესაძლოა სხვა შვილებმაც (პიტს და ჯოლის კიდევ ორი ბიოლოგიური და სამი ნაშვილები შვილი ყავთ) შეიძლება შაილოს მაგალითს მიბაძონ, რადგან როგორც ამბობენ, სახლში გამეფებული ატმოსფეროთი ისინიც უკმაყოფილოები არიან.


თუმცა ჯერჯერობით ამ ინფორმაციას არავინ ადასტურებს. პაპარაცების მიერ გადაღებულ ფოტოებზე, რომლებიც ბოლო დროს ქსელში ხშირად ხვდება ანჯელინა და მისი შვილები ბედნიერად გამოიყურებიან.


შეგახსენებთ, რომ ბრედ პიტის და ანჯელინა ჯოლის განქორწინების პროცესი რამდენიმე წელი გრძელდებოდა, რადგან წყვილი ბავშვებზე მეურვეობის საკითხს ვერ წყვეტდა, შემდეგ კი ქონების გაყოფაზე დაობდა. თავიდან ჯოლი საერთოდ წინააღმდეგი იყო რომ ბრედ პიტს ბავშვები ენახა, თუმცა საბოლოოდ წყვილი კომპრომისამდე მივიდა. დედამ უარი თქვა ერთპიროვნულ მეურვეობაზე და ბრედ პიტს უფლება მიეცა ბავშვები მაშინ ნახოს, როცა ისინი მოისურვებენ.


Print
ბოლო სიახლეები