მეგან მარკლის ყოფილი სახლი ლოს ანჯელესში 1.8 მილიონ დოლარად იყიდება
ბრიტანეთის პრინცის, ჰარის მეუღლე მეგან მარკლი ამჟამად ფროგმორ კოტეჯში, ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ძველთაძველ რეზიდენციაში ცხოვრობს. თუმცა მან ცხოვრების დიდი ნაწილი ლოს ანჯელესში გაატარა: ბრიტანეთის პრინცის მომავალი მეუფლე სან ფერნანდოს ველზე გაიზარდა, შემდეგ კი უკვე სამსახიობო კარიერისას ჰოლივუდის სიახლოვეს სახლებს ქირაობდა. ერთ–ერთი სახლი, რომელშიც ის ცხოვრობდა გასაყიდად არის გამოტანილი. ჰენკოკ პარკის რაიონში მდებარე კოლონიალური სტილის სახლის გასაყიდი ფასი 1.8 მილიონი დოლარია.
1924 წელს აშენებული სახლის ფართობი 210 კვადრატული მეტრია. აქვს ოთხი საძინებელი, სამი საბაზანო, დიდი მისაღები დეკორატიული ბუხრით და სამზარეულო. გარდა ამისა, სახლს აქვს ბაღი დ ავტოფარეხი.

როგორც ამბობენ ამ სახლში მეგანი თავის ყოფილ ქმართან, ტრევონ ენგელსონთან ერთად ცხოვრობდა, სანამ სერიალ Suits-ში დაიწყებდა გადაღებებს და ტორონტოში გადავიდოდა საცხოვრებლად.









Print
ბოლო სიახლეები