მეგან მარკლს პლაგიატში ადანაშაულებენ

პრინცი ჰარის მეუღლე, მეგან მარკლი რომელიც ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორი გახდა სკანდალში გაეხვა. ნომრის გარეკანის გამოქვეყნებისთანავე ბრიტანელებმა ყდაზე პლაგიატი აღმოაჩინეს.

2016 წელს გამოვიდა წიგნი თვითგანვითარების შესახებ “ისინი, ვინც თამაშის წესებს ცვლიან“. წიგნის ავტორი ავსტრალიელი მწერალი ქალები, სამანტა ბრეტი და სტეფ ადამსი არიან. წიგნში მოთხრობილია 40 ქალის ისტორია სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს. წიგნის ყდაზე წიგნის გმირების 15 შავ–თეთრი ფოტო გამოიტანეს, მათ შორის იყო თავად მეგან მარკლი. ეს ფაქტი კიდევ უფრო აღმაშფოთებელი აღმოჩნდა ბრიტანელებისთვის – ანუ მეგანს დანამდვილებით ნანახი აქვს წიგნი და პლაგიატი მიზანმიმართულად ჩაიდინა.



ჟურნალ ვოგის სექტემბრის ნომერი მეგანმა მიუძღვნა ქალებს “საზოგადოების სხვადასხვა ფენიდან“, რომლებმაც გავლენა მოახდინეს მსოფლიოს პრობლემებზე. ჟურნალის ყდაზე 15 ქალია ასახული, რომლებიც მეგან მარკლს აღაფრთოვანებენ. მათ შორის არიან ახალი ზელანდიის პრემიერ მინისტრი, ჯასინდა არდენი, მსახიობი სელმა ჰაიეკი, ჯეინ ფონდა და სხვები.

სამანტა ბრეტმა განაცხადა, რომ ძალიან იმედგაცრუებულია მეგან მარკლის საქციელით. “სასიამოვნოა, რომ მას მოეწონა ჩვენი კონცეფცია. მომწონს მეგანი, მისი თაყვანისმცემელი ვარ, მაგრამ თუ ხალხის ეჭვები მართალია, ძალიან იმედგაცრუებული ვარ“– ამბობს ის.

Print
ბოლო სიახლეები