გერმანიაში საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა
გერმანიაში, საკანალიზაციო ჭის სახურავის ნახვრეტში მსუქანი ვირთხა გაიჭედა. ვირთხის გამოთავისუფლებას ერთდროულად ცდილობდნენ მეხანძრეები მაშველები და ცხოველების ექსპერტი. როგორც მაშველები ამბობენ ვირთხა ვერც უკან ბრუნდებოდა და ვერც ამოძრომას ახერხებდა.

როდესაც მაშველ მაიკ სერს ჰკითხეს თუ რატომ დახარჯეს ამდენი რესურსი ვირთხის ჭიდან ამოყვანისთვის მან ასე უპასუხა „ის ცხოველებიც კი რომლებიც ბევრს ეზიზღება, პატივისცემას იმსახურებენ.“
მსუქანი ვირთხა საბოლოოდ უვნებლად ამოიყვანეს და გაუშვეს.



Print
ბოლო სიახლეები