“არ მინდა რომ ვუყვარდე. მინდა ჩემი ხმა ესმოდეთ“–მეგან მარკლის ახალი ინტერვიუ
გახმაურებული დოკუმენტური ფილმის ეთერში გასვლის შემდეგ, რომელმაც ბრიტანეთის პრინცი ძმების – ჰარის და უილიამის კონფლიქტს მოჰფინა ნათელი, ჰარის ცოლმა, მეგან მარკლმა კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა. ამჯერად რესპექტაბელურ გაზეთს Daily Telegraph-ს. ინტერვიუ Luminary Bakery–ს მეორე საცხობის გახსნას დაეთმა, სადაც ის ქალები მუშაობენ, რომლებიც რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. სხვათა შორის, სწორედ ამ საცხობში შეუკვეთა მეგანმა ტორტი საკუთარი დაბადების დღისთვის.
თავის მეგობართან, გაზეთის ჟურნალისტ ბრიონი გორდონთან საურისას მეგანმა დააზუსტა მისი დამოკიდებულება ტაბლოიდების მიმართ და მისი და გარის გარშემო ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით:

“არ მინდა რომ ვუყვარდე. მინდა ჩემი ხმა ესმოდეთ. განსაკუთერბით მაშინ, როცა მნიშვნელოვან თემებზე ვლაპარაკობ, როგორიც არის მაგალითად ფსიქიური ჯანმრთელობა.“–– თქვა მეგანმა და ხაზი გაუსვა, რომ საკუთარ სამეფო ოჯახის წევრობას და აქედან გამომდინარე განსაკუთრებულ მდგომარეობას იმ ადამიანების ინტერესების წარმოსადგენად იყენებს, ვისაც როგორც წესი ვერ ამჩნევენ.


“ჩემი აზრით თუ ნიღბებს მოვიხსნით მივხვდებით, რომ ყველა ადამიანს, განსაკუთრებით ქალებს ბევრი საერთო აქვთ. ჩვენი ისტორიები და გამოცდილება შეიძლება განსხვავდებოდეს, მაგრამ იმედები და შიშები ერთნაირი გვაქვს“ – ამბობს პრინცი ჰარის მეუღლე.





Print
ბოლო სიახლეები