„ჩაქუჩი დაურტყას მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს“-ნიკა მელია სასამართლო დარბაზიდან გააძევეს

"ჩაქუჩი დაურტყით მურუსიძეს, ჩინჩალაძეს და თადუმაძეს, - ასე მიმართა სასამართლო პროცესზე ნიკა მელიამ  მოსამართლე გიორგი კერატიშვილს.

მოსამართლემ ნიკა მელია რამდენჯერმე გააფრთხილა, რომ რეპლიკებისგან თავი შეეკავებინა,საბოლოოდ კი დეპუტატი დარბაზიდან გააძევეს. 

სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ მოსამართლეს მიმართა, გაეთვალისწინებინა მისი ადვოკატის შუამდგომლობა. დაცვის მხარემ სხდომაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა,  მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზე ემსჯელა.

შეგახსენებთ, ნიკა მელიას პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს. დეპუტატი საქალაქო სასამართლოში "შმაქსით" მივიდა.



Print
ბოლო სიახლეები