ჟურნალისტებს, ხელფასს არ უხდიან...სამთავრობო ნიუსების დასპონსორების ფული ხომ გაქვთ-ნოდარ მელაძე
ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში "რუსთავი 2-ის" მხრიდან გახარიას შესახებ მომზადებული ნიუსის დასპონსორების ფაქტს ეხმაურება.


"პროსტესტით წამოსულ ჟურნალისტებს, ხელფასს არ უხდიან. არ აძლევენ იმას, რაც იმუშავეს. პასუხი - ფული არ გვაქვსო და სამთავრობო ნიუსების დასპონსორების ფული ხომ გაქვთ.

ალბათ ის ჟურნალისტები ვინც მივიდა სამუშაოდ ან/და დარჩა, მენეჯმენტს ეუბნება, რომ მათი კოლეგების ანაზღაურება, ვისთან ერთადაც წლები იმუშავა დასაფარია.

დარწმუნებული ვარ, ამ დისკრიმინაციულ მიდგომას, სახალხო დამცველიც შეისწავლის"- წერს ნოდარ მელაძე.

მელაძე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც ადასტურებს, რომ "რუსთავი 2-ის" ფეისბუქის გვერდზე გახარიას განცხადება დასპონსორებული იყო.

Print
ბოლო სიახლეები