კიბერ შეტევა პირველი არხის სერვერებზე - განადგურებულია მნიშვნელოვანი ფაილები

საქართველოს პირველი არხის სერვერზე გარე ჩართვების შედეგად განხორციელდა კიბერშეტევა - ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი  ავრცელებს. ტელეკომპანიამ ფაქტის შესახებ შსს-ს უკვე აცნობა.

კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა.

ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს.


Print
ბოლო სიახლეები