ზაზა სარალიძე რა მორალური უფლებით უყენებს ჩემს ძმას მკვლელობის ბრალდებას?-ლუკა კალანდია

"მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას" - ამის შესახებ ჟურნალისტებს  დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ განუცხადა.

კალანდია აცხადებს, რომ მტკიცებულებები, რომელიც  მისი  ძმის  ბრალეულობას დაამტკიცებს არ არსებობს.  

„უბრალოდ მაინტერესებს, ზაზა სარალიძე რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით და რა მორალური უფლებით უყენებს ჩემ ძმას მკვლელობის ბრალდებას. ამ ადამიანთან არ მქონია შეხება და ეს არ მიკითხავს, სიმართლე გითხრათ, სურვილიც არ მაქვს. ფაქტია, რომ მტკიცებულებები არ არსებობს. როცა ადამიანი უდანაშაულოა, როგორ უნდა არსებობდეს მტკიცებულება იმისა, რომ მან ეს დანაშაული
ჩაიდინა. ფაქტი ის არის, რომ მიხეილი უდანაშაულოა და ყველანაირი ბრალდება, ეს იქნება სარალიძის მხრიდან, თუ პროკურატურის, უსაფუძვლო, უაზრო და სასაცილოა", - აცხადებს ლუკა კალანდია.

მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა  შეეფარდა.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები