"ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის"-მამუკა ხაზარაძე


"ჩვენ ვდგავართ იმ ადგილას, რომელიც არის ბოლო კარიბჭე საქართველოსა და ევროპას შორის, ბოლო კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის და სწორედ აქედან უნდა ერთხელ და სამუდამოდ დამტკიცდეს ჩვენი ვექტორი დასავლეთისკენ"- ამ სიტყვებით დაიწყო მამუკა ხაზარაძემ საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში. 

"ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან,  პროფესიონალები, რომლებიც წარმატებით ვუძღვებოდით საქმეს, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ჩვენ ვიხდიდით გადასახადებს, მაგრამ ჩვენ შეგვკრიბა აქ სხვა რეალობამ, საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც შექმენს ცალცალკე სხვადასხვა სფეროში შექმნეს წარმატების ისტორია,სად აღმოვჩნდით ბოლო 30 წლის განმავლობაში,  რატომ ვართ სულ მოჯადოებულ წრეში, საქართველომ ბევრი რამე დაკარგა,
დაკარგა ტერიტორიები,ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში,  კარგავს ინვესტიციებს, რაც მთავარია კარგავს თავის ხალხს,ხალხი რომელიც გადის ქვეყნიდან.  მე მესმის იმ ადამიანების, როდესაც ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო ეკონომიკურად და მათ  დატოვეს ქვეყანა"-განაცხადა ხაზარაძემ.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები