პრეზიდენტის შეცდომა ტვიტერზე- ზურაბიშვილს 11 სექტემბრის ტერაქტის თარიღი შეეშალა

სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ში მომხდარი 11 სექტემბრის ტერაქტიდან 19 წელი გავიდა. შეცდომა ტვიტერის გვერდზე მალევე გამოსწორდა, თუმცა კომენტარებში უცხოელმა გამომწერებმა კომენტარების დაწერა მოასწრეს და შეუსწორეს, რომ ტერაქტი არა 19, არამედ 18 წლის წინ მოხდა.


"19 წლის წინ, ნიუ-იორკი, ამერიკის შეერთებული შტატები და მთელი მსოფლიო შეძრა ენითაუწერელმა ტრაგედიამ. ნიუ-იორკში განხორციელებულმა შეტევებმა შეცვალა ისტორია,თუმცა მსოფლიო გააერთიანა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, მთელი საქართველო იხსენებს 2977 მსხვერპლს 11 სექტემბრის ტერაქტიდან" - წერდა პრეზიდენტი.




Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები