მახსოვს, როგორ ფარულად მტკივნეულად განიცდიდა დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას - წულუკიანი ნოდარ ხადურზე

ფინანსთა ყოფილი მინისტრის ნოდარ ხადურის გარდაცვალებას, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"დავდივარ უცხოეთში შეხვედრებზე და თვალწინ მიდგას ნოდარ ხადური. ძალიან ვწუხვარ და ვიზიარებ მეუღლის, ბავშვების, ოჯახის მწუხარებას. იმასაც ვიტყვი, რომ, რაკი დიდხანს შემოვრჩი მთავრობაში, ყველაფერი მახსოვს. და მახსოვს, როგორ ფარულად და მტკივნეულად განიცდიდა რამდენიმე დაუნდობელ ვერბალურ თავდასხმას. ღიად არ ამბობდა, მაგრამ ხუმრობაში ჩანდა, რომ განიცდიდა. ნეტავი შენ, რეებს აქცევ ყურადღებას-მეთქი, მითქვამს კიდეც, ასევე ხუმრობით. ის მიხარია, რომ რამდენიმე კვირის წინ ვნახე ერთ-ერთ სხდომაზე და კეთილი სიტყვების თქმა მოვასწარი, როგორსაც მრავლად იმსახურებდა. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული"-წერს წულუკიანი.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა, მას 14 სექტემბერს დაკრძალავენ.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები