"თითოეულს გაგაცნობდით, შორიდან შექმნილი იმიჯი ძალიან განსხვავდება რეალობისგან" - მარიამ გეგუჩაძე "სირცხვილიას" აქტივისტების უცნობ ფოტოებს აქვეყნებს
აქ­ცია "სირ­ცხვი­ლი­ას" ერთ-ერთი აქტიური ორგანიზატორი,  ტე­ლე­წამ­ყვან ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის შვილი,  მა­რი­ამ გე­გუ­ჩა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რე­ბი­სა და  მო­ნა­წი­ლე­ე­ბის უც­ნობ ფო­ტო­ებს აქ­ვეყ­ნებს.

"თემას რომ ვწერდე " როგორ გავატარე ზაფხულის არდადეგები" ამ ადამიანების დეტალური აღწერით დავიწყებდი. მოვყვებოდი როგორი მნიშვნელოვანია იდეალისტების გარემოცვა. თითოეულ მათგანს გაგაცნობდით, რადგან შორიდან შექმნილი იმიჯი როგორც წესი ძალიან განსხვავდება რეალობისგან.

თემის შემდეგი ნაწილი იქნებოდა ქუჩაში გატარებული 83 დღე. ქვეყნის სამსახურში დგომა, თავისუფლებისთვის ბრძოლა. კიდევ ბევრ რაღაცას დავწერდი და ალბათ დავწერ კიდევაც.

თემის ბოლოს ყველა ჩემ თანამებრძოლს გავაგებინებდი რომ თითოეული მათგანი ძალიან, ძალიან მიყვარს."


















Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები