"რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი" - ნოდარ ხადურის შვილის ემოციური პოსტი

ყო­ფი­ლი ფი­ნანსთა მი­ნის­ტრის ნო­დარ ხა­დუ­რის ქალიშვილი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი  მამის შესახებ, ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

„პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს!

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას

Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს. ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა - “ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა - უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა
შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი" - წერს მარიამ ხადური.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები