სოცქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც მცირეწლოვანს მარიხუანას აწევინებენ (ვიდეო)
სოციალურ ქსელში ვრცელდება  ვიდეო, რომელშიც ჩანს როგორ აწევინებენ მცირეწლოვანს მარიხუანას.

მომხდართ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება უკვე დაიწყო.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოში გამოძიება დაიწყო სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც ჩანს, რომ კაცი მცირეწლოვან ბავშვს, სავარაუდოდ, ნარკოტიკულ საშუალებას ასინჯებს. გამოძიება საქართველოს სსკ-ს 272-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 21 წლის ასაკს მიუღწეველი პირის ნარკოტიკების მოხმარებაზე დაყოლიებას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამ დროისთვის ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებით დგინდება, რომ მიმდინარე წლის 10 სექტემბერს, 2004 წელს დაბადებულმა ა.ხ.-მ მცირეწლოვან დას ბოთლიდან გარკვეული ნივთიერების კვამლი შეასუნთქა. საქმეზე გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები" - აცხადებენ შსს-ში.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები