11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა
2011 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 18 წელი გავიდა. ნიუ-იორკში მემორიალური ღონისძიება დილის საათებში დაიწყება, სადაც თითოეული დაღუპულის სახელს წარმოთქვამენ. მას მხოლოდ ტერაქტის შედეგად დაღუპულების ოჯახების წევრები დაესწრებიან.

2001 წლის 11 სექტემბერს, ტერორისტული დაჯგუფების ალ-ქაიდას 19 წევრმა აშშ-ში 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა.

ადგილობრივი დროით 08:46-ზე მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ე.წ ტყუპების  ჩრდილოეთ შენობას ნიუ-იორკში პირველი თვითმფრინავი დაეჯახა. 09:03-ზე კი, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის სამხრეთ შენობას - მეორე სამგზავრო თვითმფრინავი.

მესამე გატაცებული თვითმფრინავი პენტაგონს, აშშ-ს თავდაცვის სამინისტროს შენობას დაეჯახა. ხოლო , მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი შენკსვილში, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა.

ტრაგიკულ დღეს სამი ათასამდე ადამიანი
დაიღუპა, ექვსი ათასი კი დაშავდა.  დაღუპულთა შორის 343 მეხანძრე, 23 პოლიციელი და 37 სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი იყო. ტერორისტული აქტი აშშ-ს ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე მასშტაბური ტერაქტი ამერიკის მიწაზე.

ტრაგიკულ დღესთან დაკავშირებით,  ნიუ-იორკში რამდენიმე ახალი გამოფენა გაიხსნება, რომელიც ტერაქტის თემატიკას მიეძღვნება. 

მემორიალური საღამო  გაიმართება პენტაგონში, რომელიც დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად წუთიერი დუმილით დაიწყება. ღონისძიებას დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.


Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები