გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო-სააკაშვილი

გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო- მიხეილ სააკაშვილი გუშინ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

"გუშინდელი დღე არის ნათელი დასტური იმისა, რომ ივანიშვილის მცდელობა, ხალხს ხელები ჩამოაშვებინოს და დაარწმუნოს, რომ ის არის ყოვლისშემძლე მახრჩობელა გველი, რომელიც აუცილებლად ბოლომდე შეუსრულებს ყველას, არის სრული ბლეფი! პირველად პოსტსაბჭოთა სივრცეში შეიქმნა პრეცედენტი, რომ ოლიგარქის და ხელისუფლების მიერ მნიშვნელოვანი ტელევიზიის დახურვის შემდეგ, პრაქტიკულად მთელი კოლექტივი წამოვიდა იმ ტელევიზიიდან და პირველად ალბათ მსოფლიოში სამ კვირაში ჩამოყალიბდა ქვეყნის მთავარი ტელევიზია!

ეს ყველაფერი მოხდა ივანიშვილის შანტაჟის, წნეხის და ყველანაირი პროვოკაციების მიუხედავად. ეს ნიშნავს, რომ გუშინ ივანიშვილის წამზომი საბოლოოდ ჩაირთო! ის რომ მან ვერ მოახერხა "მთავარის" ტელევიზიის დაბლოკვა, ის რომ ვერ მოახერხა ახალი ლიდერთა ინიციატივაში მრავალი ათასობით ძალიან საინტერესო ახალგაზრდას მისვლა და გაწევრიანება. ის, რომ ვერ მოახერხა რუსების დახმარებით ოპოზიციის დისკრედიტირება და გამოკითხვებში ის ახლა აგებს ოპოზიციასთან.

ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ საქართველოს გარდაუვალი გამარჯვება ძალიან ახლოს არის! ყოჩაღ "მთავარი არხი". მადლობა ნიკა გვარამიას, ზაზა ოქუაშვილს და რაც მთავარია, მადლობა ყველას, ვისაც სჯერა და ვინც იბრძვის და ყველა დანარჩენმა უნდა შეწყვიტოს ჩივილი. ახლა ჩივილის და ხელების ჩამოშვების დრო კი არ არი, ახლა არის ორგანიზების და ივანიშვილის რეჟიმის დამთავრების
დრო! ყველაფერი გამოგვივა საქართველოში უნდა გათენდეს! " - წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ "მთავარმა არხმა" მაუწყელობა დაიწყო და ეთერში სიანფორმაციო გამოშვება "მთავარი" გავიდა.
Print
მსგავსი სიახლე
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი
თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან
დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის
17:09 / 23.09.2019
,ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო”-თავდაცვის ყოფილი მინისტრი თენგიზ კიტოვანი მოსკოვში მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებიღ გაზეთ „ასავალ-დასავალისთვის" მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

„ავტობუსში მომზადებულები ამოვიდნენ, აფხაზეთის ომის ამსახველი სურათები ააფრიალეს და ჩხუბი დამიწყეს, რატომ დაიწყო ომი აფხაზეთშიო? იგინებოდნენ... მივხვდი, რომ პროვოკატორები იყვენენ. მუშტების ქნევა რომ დამეწყო, იტყოდნენ შეურაცხყოფა მოგვაყენა და გვცემაო. ხმა აღარ ამომიღია. ჯანდაბას თქვენი თავი, იგინეთ რამდენიც გინდათ-მეთქი" -აცხადებს თენგიზ კიტოვანი.

„ეჭვი მაქვს, სააკაშვილის ხალხი იყო, რომელზეც პირდაპირ მაქვს ნათქვამი- როგორც კი საქართველოში ჩამოვა, გავაგორებ-მეთქი. ალბათ, ამას არ მპატიობს და ეძებს მიზეზს, რომ ჩემთან კონფლიქტში შემოვიდეს. ამჯერად ვიღაც ორი კაცი მომიგზავნა, მერე გავიგე, ჩანაწერიც გაუვრცელებიათ, თუმცა მასზე ყველაფერი არ იყო ნაჩვენები"- აცხადებს კიტოვანი.

შეგახსენებთ, რომ  ერთი კვირის წინ მოსკოვში თენგიზ კიტოვანს თავს დაესხნენ. ინციდენტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში სავარაუდოდ, თავად თავდამსხმელმა ატვირთა.
ბოლო სიახლეები