"ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდეგ"- გახარია 20 ივნისზე
"ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ“, - ამის შესახებ პრემიერობის კანდიდატმა, შს ყოფილმა მინისტრმა გიოგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მან 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებში ოპოზიცია დაადანაშაულა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანები პარლამენტის შენობასთან მშვიდობიან პროტესტს გამოთქვამდნენ, ზოგიერთმა პოლიტიკოსმა მათ მოუწოდა და ორგანიზებულად წაიყვანა ისინი შტურმით სახელმწიფო ინსტიტუტზე.

"უბედურება და სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ამის შედეგად ჩვენ გვყავს დაზარალებული, როგორც ჩვენი მოქალაქეები, ასევე ჩვენი პოლიციელი. ვერც ერთი პოლიტიკოსი ვერ იქნება ისე დათრგუნული იმ შედეგებით, როგორც მე ვარ ამ ღამის შემდგომ. რა თქმა უნდა, სიმართლეა იმაში, რომ ჩვენ გვყავს 2 ადამიანი, რომელმაც დაკარგა თვალი. ეს ყველაფერი სიმართლეა, მაგრამ ამასთან ერთად, სიმართლეა ის, რომ ჩვენმა უპასუხისმგებლო ოპოზიციამ, თვალიდან ხელი უნდა მოიშოროს და სიმართლეს გაუსწოროს თვალები, სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვესაუბროთ სიმართლის და პასუხისმგებლიანი ენის საშუალებით, და არა იმ სპექტაკლებით, რომელსაც ვაწყობთ პარლამენტში და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ინსტიტუტებს.

ჩვენი პასუხისმგებლობა იმაში მდგომარეობს, რომ საზოგაოდებასთან ურთიერთობის ჩვენი ენა იყოს სიმართლის ენა. ჩვენ სიმართლის არ გვეშინია. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ხალხს დავანახოთ რა არის ჩვენი დღევანდელი რეალობა, რა გამოწვევები გვაქვს ხვალ და რა მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის ყველაზე ნიშვნელოვანი, ჩვენ ამას ბოლომდე გავაკეთებთ, ამის არ შეგვეშინდება“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Print
ბოლო სიახლეები