ვულოცავ სრულიად საქართველოს სატანის ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას-სასულიერო პირი რუსთავი 2-ის შესახებ

"ვულოცავ სრულიად საქართველოს სატანის ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას"- ეს განცხადება სოციალურ ქსელში დეკანოზმა ბასილ ახვლედიანმა "რუსთავი 2-ის" შესახებ გააკეთა და იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი მოვლენები ტვ პირველშიც განვითარდება.

"ვულოცავ სრულიად საქართველოს ,,...სატანის...'' ერთი ბრჭყალისგან განთავისუფლებას...!!!

იმედია შემდეგი იქნება ,,TV პირველი''..!
და ამის შემდეგ, იმედია -
TV ,,იმედი'' გამოფხიზლდება..!"-წერს დეკანოზი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე, რომელსაც 3 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2-დან" არხის მთავარი წამყვანები და სახეები გაათავისუფლეს. ტელეკომპანია  კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა პირდაპირ ეთერში დატოვეს. 9 საათიანი კურიერი სულ 4 წუთს გაგრძელდა.


Print
ბოლო სიახლეები