პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა-ლევან ბერძენიშვილი
"პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი გააერთიანა და უპრინციპობაში
მამხილა"-ლევან ბერძენიშვილმა სოციალურ ქსელში შალვა რამიშვილის
შესახებ დაწერა.
საუბარია Postv-ის მიერ ლევან ბერძენიშვილის შესახებ მომზადებულ
ვიდეოზე, სადაც ბერძენიშვილმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ არ
იცის აღნიშნული მედიასაშუალების შესახებ, შემდეგ კი აღნიშნა, რომ
Postv-სთან არ თანამშრომლობს. ბერძენიშვილი მიანიშნებს, რომ აღნიშნული
მასალა ფაბრიკაციაა, რადგან სატელეფონო საუბრის ეს 2 მონაკვეთი
სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი და შალვა რამიშვილმა ის
გააერთიანა.
"ოდესღაც ჟურნალისტმა დამირეკა, პოსტტივიდან ვარო და ვუთხარი, ეგ რა
არის, არ ვიცი-მეთქი. გუშინ დამირეკა და პოსტტივისთან არ
ვთანამშრომლობ-მეთქი. პრინციპულმა პატარა შალვამ ეს ორი ჩანაწერი
გააერთიანა და უპრინციპობაში მამხილა. ფაქტობრივად, გენიოსია. რას
გიხდის ასეთს, შე გაჭირვებულო?!"-წერს ბერძენიშვილი.