ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის,"შინდისის" თრეილერი გამოქვეყნდა (ვიდეო)


დიმიტრი ცინცაძის ფილმის "შინდისი" პირველი თრეილერი გამოქვეყნდა. ფილმს  წელს ოსკარზე წარადგენენ. 


გადაწყვეტილება, 31 ივლისს, რეჟისორების, დამდგმელი მხატვრის, მსახიობების, პროდიუსერებისა და კინოკრიტიკოსებისგან დაკომპლექტებულმა 12-კაციანმა ჟიურიმ ფარული კენჭისყრის საფუძველზე მიიღო.

ფილმი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომს ეხება და  რეალურ ისტორიას ასახავს.11 აგვისტოს სოფელ შინდისთან რუსეთის სამხედრო ნაწილთან უთანასწორო ბრძოლაში გმირულად დაეცა მეორე ქვეითი ბრიგადის ოცეულის 17 ქართველი ჯარისკაცი.  



Print
ბოლო სიახლეები