შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო
შსს-მ პარლამენტის შენობის წინ მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს.

როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, გამოძიების პროცესში შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

საქმე ეხება პარლამენტის წინ აქციის დასრულების შემდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციაზე ორი პირი მივიდა, რომლებიც  აქციის მონაწილეებს რუსულ ენაზე უცენზურო სიტყვებით მიმართავდნენ და  აქციის მონაწილეებს, მათ შორის არასრუწლოვანს და ჟურნალისტს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
Print
ბოლო სიახლეები