რამდენი აქვს ხელფასი ნანუკა ჟორჟოლიანს-ტელეწამყვანი გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი ხელფასის შესახებ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა.

ტელეწამყვანი ამბობს, რომ რუსთავი2-ზე მიღებული შემოსავალი 10 ათას ლარს არ სცდება, ხოლო დანამატს ის რეკლამის მიტანის შემთხვევაში იღებს.

"ჩემი ანაზღაურება რ2-ში არ ცდება 10.ათას ლარს:) ღლეებო.

გადაცემას დანამატი ეძლევა იმ შემთხვევაში თუ მე, ნანუკას მიმაქვს რეკლამა არხზე. ანუ, იქეთ შემაქვს ფული ტელევიზიაში მაგ შემთხვევაში გვერიცხება 50% მიტანილი რეკლამიდან და ჩემი 50% იყოფა ნანუკას შოუს თანამშრომლებზე. ეს რ2 პრაქტიკაა. სხვა გადაცემებიც თუ მიიტანენ არხზე რეკლამას მათაც ეძლევათ 50%.

ეს ციფრები რომელიც გამოფინეთ მიუხედავად იმისა რომ რეალობას არ ასახავს შთამბეჭდავია და მაგ ციფრს აკლია ჩემი შემოსავალი სოციალური ქსელიდან , ინტეგრირებიდან და ასევე ინდივიდუალური მომსახურეობიდან ❤️

ასეა, როცა სოციალურ ქსელში მილიონობით გამომწერი გყავს და ინტეგრირებული რეკლამა იმდენი გაქვს რომ ხანდახან უარსაც ამბობ შემოსავალიც დიდი გაქვს. თქვენსავით სახელმწიფო სამსახურში არ ვმუშაობ და სხვების ფულს არ ვიპარავ. ვშრომობ 17 წლიდან და ვიღებ შესაბამისს ანაზღაურებასაც"-აცხადებს ჟორჟოლიანი.






Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა