საქართველო გახდება ნატოს წევრი-როუზ გოტმიოლერი
"საქართველო გახდება ნატოს წევრი"-ეს განცხადება ნატო-ს გენერალური მდივნის ყოფილმა მოადგილემ, როზ გოტმიულერმა საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების (GDSC) რიგით მე-13 კონფერენციაზე გააკეთა. კონფერენციაში მონაწილეობა მან ბრიუსელიდან მიიღო.

„პირველი და ყველაზე მთავარი საფუძველი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებაა. თქვენ ყველამ იცით, რომ ეს გადაწყვეტილება 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე იყო მიღებული. ეს გადაწყვეტილება ძალაშია – საქართველო გახდება ნატო-ს წევრი. წლების განმავლობაში ერთობლივი მუშაობით საქართველო კიდევ უფრო უახლოვდება ნატო-ს წევრობას და ამ პროგრესს ყველა მოკავშირე უჭერს მხარს. საქართველო უწყვეტ პროგრესს რამდენიმე მექანიზმის საშუალებით განაგრძობს, რაც ჩვენი თანამშრომლობის მეორე მიმართულებაა. ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) ფორმატი ჩვენ პოლიტიკური დიალოგის საშუალებას გვაძლევს. წლიური ეროვნული პროგრამა (ANP) კი, საქართველოს იმ რეფორმების გატარებაში ეხმარება, რომელიც საქართველოს ალიანსში საბოლოო გაწევრიანებისთვისაა საჭირო და ყოველწლიური შეფასების საშუალებას გვაძლევს. ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP) მხარს უჭერს თქვენი ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს რეფორმირებას“, – განაცხადა გოტმიულერმა.
Print
ბოლო სიახლეები