სვეტიცხოვლობასთან დაკავშირებით საქართველოს რკინიგზა მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს
სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით დღეს, საქართველოს რკინიგზა ქალაქ მცხეთის მიმართულებით უფასო რეისებს ნიშნავს.

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, პირველი მატარებელი 11:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 11:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 11:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 12:20 საათზე.

მეორე მატარებელი 22:00 საათზე თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა და მცხეთაში ჩავა 22:30 საათზე; მცხეთიდან გამოვა 22:50 საათზე და თბილისის ცენტრალურ ვაგზალზე შემოვა 23:20 საათზე.

Print
ბოლო სიახლეები