ვარსკვლავები, რომლებსაც განქორწინება ათეულობით მილიონი დაუჯდათ
ვარსკვლავური ოჯახების ნგრევა ჩვეულებრივი მოკვდავების განქორწინებისგან იმით განსხვავდება, რომ წყვილს როგორც წესი, დიდი ქონება აქვს გასაყოფი. სასამართლო პროცესები ხშირად წლობით გრძელდება და საქმე ათეულობით, ხან ასეულობით მილიონ დოლარს ეხება. წარმოგიდგენთ ვარსკვლავებს, რომლებსაც განქორწინება ძალიან ძვირი დაუჯდათ.



არნოლდ შვარცენეგერი


არნლოდ შვარცენერეგმა მარია შრაივერი ცოლად 1986 წელს მოიყვანა. როგორც გაირკვა, ის ცოლს ურთიერთობის დასაწყისშივე ღალატობდა, მათ შორის შინამოსამსახურე მილდრედ ბაენასთან, რომელმაც მათ სახლში დაახლოებით 20 წელი იმუშავა. 1997 წელს ბაენამ არნოლდისგან შვილი გააჩინა. საოცარი ის არის, რომ მარია შრაივერმა ამ ღალატის შესახებ მხოლოდ 2011 წელს გაიგო. შვარცენეგერმა თავი ვერაფრით იმართლა. ოჯახი დაინგრა და დაიწყო ექვსწლიანი განქორწინების პროცესი. საბოლო ჯამში მოტყუებულმა ცოლმა არნოლდ შვარცენეგერისგან 200 მილიონი დოლარი მიიღო.



მელ გიბსონი

მელ გიბსონი და რობინ მური 1980 წელს დაქორწინდენ. ერთი წლის შემდეგ კი ქალიშვილი ჰანა გაუჩნდათ. სამი წლის შემდეგ ტყუპები – ედვარდი და კრისტიანი. ექვსი წლის შემდეგ ვაჟიშვილი უილი. 1988 წელს ლუი დაიბადა, კიდევ სამი წლის შემდეგ მაილო, სულ უმცროსი შვილი ტომი კი 2000 წელს მოევლინა დედამიწას. ნიჭიერი მსახიობი და რეჟისორი, მოსიყვარულე ქმარი და მზრუნველი მრავალშვილიანი მამა – ასე იცნობდა მელ გიბსონს საზოგადოება. თუმცა მოულოდნელად 2009 წელს ოჯახი მიატოვა და განაცხადა, რომ რომანი ჰქონდა ნაკლებად ცნობილ რუს პიანისტთან ოქსანა გრიგორევასთან. ახალი ცხოვრება გიბსონს არა მხოლოდ რეპუტაციად, არამედ დიდ თანხადაც დაუჯდა. ყოფილ ცოლს მან ქონების ნახევარი მისცა, მისი ქონება კი იმ დროისთვის 850 მილიონ დოლარად იყო შეფასებული. გარდა ამისა სასამრათლომ დაავალდებულა ყოფილი ცოლისთვის მომავალში მიღებული შემოსავლებიც გაეყო.


პოლ მაკარტნი

პოლ მაკარტნი და ჰიზერ მილსი 2008 წელს განქორწინდნენ ხანგრძლივი, დამქანცველი სასამართლო პროცესების შემდეგ. ამის მიზეზი ის იყო, რომ შეყვარებულმა მუსიკოსმა 2002 წელს საქორწინო კონტრაქტის გარეშე მოიყვანა ცოლი. 2003 წელს პოლს და ჰიზერს ქალიშვილი – ბეატრის მილი შეეძინათ. სამი წლის შემდეგ კი განქორწინდნენ. ჰიზერმა მაშინვე განაცხადა, რომ ქმრის ქონების ნახევარზე ქონდა პრეტენზია, რომელიც იმ მომენტისთვის 250 მილიონ დოლარს შეადგენდა. ორწლიანი სასამრათლო დავის შემდეგ ჰიზერმა 49 მილიონი დოლარი და დიდი ბრიტანეთის საზოგადოების სიძულვილი მიიღო.



მადონა


ბრიტანელ რეჟისორთან, გაი რიჩთან ქორწინებისას მადონამ ვაჟიშვილი – როკო გააჩინა და კიდევ ერთი ბიჭი, დევიდი იშვილა. თუმცა წყვილს ერთად ცხოვრება უჭირდა და 2008 წელს მათი ოჯახი დაინგრა. ამ შემთხვევაში ქონების გაყოფა ქალს მოუწია. მან გა რიჩს 92 მილიონი დოლარი გადაუხადა და ლონდონში პაბი მისცა, რომელსაც ერთობლივად ფლობდნენ.




მაიკლ დუგლასი


მაიკლ დუგლასი და დიანდრა ლიუკერი 1977 წელს დაქორწინდნენ, როცა მსახიობი 33 წლის იყო, მისი საცოლე კი 19 წლის. 1995 წელს ლიუკერმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა და 45 მილიონი მოითხოვა. დუგლასი ფულის გადახდას არ ჩქარობდა და წყვილი სასამართლოში ოთხი წელი დაობდა. უცნობია, რამდენ ხანს გაგრძელდებოდა კიდევ დავა, 1999 წელს მსახიობს ახალი სიყვარული – კეტრინ ზეტა ჯონსი რომ არ გაეცნო. ახალგაზრ
და ბრიტანელ მსახიობზე დაქორწინების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ დუგლასი განქორწინების დასაჩქარებლად თანხის გადახდას დათანხმდა.




ფილ კოლინზი

ახალგაზრდა შვეიცარიელ თაჯიმანზე, ორიანა ცევეიზე დაქორწინების დასაჩქარებლად მუსიკოსმა უყოყმანოდ გადაუხადა 17 მილიონი დოლარი მეორე ცოლს, ჯილ ტეველმანს. 1996 წელს ეს უზარმაზარი თანხა იყო, თუმცა მომღერალს ვაჭრობა არ უღირდა.ის ჯგუფ ჯენეზისიდან წავიდა და შვეიცარიაში გადავიდა, სადაც ორიანაზე დაქორწინდა. ის ახალგაზრდა ცოლს ძვირფასი საჩუქრებით ანებივრებდა. თუმცა როცა მუსიკოსს პრობლემები დაეწყო – ცალი ყურით სმენა დაკარგა და მარცხენა ხელის მტევანი გაუჩერდა – ცოლმა მისი მიტოვება გადაწყვიტა და 2006 წელს განქორწინება მოითხოვა. კოლინზს ეს განქორწინება 50 მილიონი დოლარი დაუჯდა. გარდა ამისა, ლამის სუიციდამდე მივიდა: ცოლმა მიატოვა, უფულოდ დარჩა, მისი პირველი სოლო ალბომი კი ჩავარდა.ის შვეიცარიაში დარჩა, სადაც რამდენიმე წელი განდეგილივით ცხოვრობდა. 2016 წელს კი ორიანას შეურიგდა და მაიამიში გადავიდა.


ჯეიმს კემერონი

ჯეიმს კემერონმა ფილმ ტერმინატორის ვარსკვლავი, ლინდა ჰემილტონი 1997 წელს მოიყვანა ცოლად და 1999 წელს დაშორდა. ქორწინება მაშინ დამთავრდა, როცა ტიტანიკის გადაღებებზე კემერონმა მსახიობი სიუზი ემისი გაიცნო. სიუზი რეჟისორის რიგით მეხუთე ცოლი გახდა. განქორწინებაში კემერონმა 50 მილიონი გადაიხადა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამით მის ქონებას ბევრი არაფერი დაკლებია. დღეისათვის ის 700 მილიონ დოლარად არის შეფასებული.



ქევინ ქოსთნერი

ქევინ ქოსთნერის პირველი ცოლი და მისი სამი შვილის დედა, სინდი ქოსთნერი ქმრის ღალატს და მუდმივ მოუცლელობას 15 წელი იტანდა. 1994 წელს მისი მოთმინება ამოიწურა. განქორწინებისას ქალმა ქმრისგან 80 მილიონი დოლარი მოითხვოვა და მიიღო კიდევაც.


ჰარისონ ფორდი

ჰარისონ ფორდის და სცენარისტ მელისა მეტისონის ქორწინებას ჰოლივუდში იდეალურს უწოდებდნენ. ისინი 1983 წელს დაქორწინდნენ, გაზარდეს ორი შვილი, ცხოვრობდნენ მშვიდად და უხმაუროდ. და ასევე უხმაუროდ და მშვიდად განქორწინდნენ 18 წლის თავზე. წყვილი დაშორების დეტალების აფიშირებას ერიდებოდა და უცნობია, საკუთარი ქონების რა წილი გაუყო მსახიობმა ყოფილ ცოლს. დაუზუსტებელი ინფორმაციით თანხამ დაახლოებით 100 მილიონი დოლარი შეადგინა


სტივენ სპილბერგი

პირველი ცოლი, მსახიობი ემი ირვინგი რეჟისორმა 1976 წელს კასტინგზე გაიცნო. ქორწინებამდე წყვილი თითქმის 10 წელი ხვდებოდა ერთმანეთს. ქორწინება კი სულ 4 წელი გაგრძელდა. ემიმ სპილბერგს შვილი გაუჩინა და განქორწინებისას სოლიდური თანხაც მოითხოვა. მიიღო კიდევაც 100 მილიონი დოლარი.


Print
ბოლო სიახლეები