სკარლეტ იოჰანსონი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების რეიტინგში ლიდერობს. ვინ არიან დანარჩენები
34 წლის სკარლეტ იოჰანსონმა პირველი ადგილი დაიკავა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალების ფორბისის რეიტინგში. ის დიდი უპირატესობით უსწრებს სიის დანარჩენ წევრებს.
გასული წლის ივნისიდან ერთი წლის განმავლობაში მსაოხიობის ჰონრარმა 56 მილიონი დოლარი შეადგინა. აქედან 35 მილიონი ფილმ “შურისმაძიებლები. ფინალი“–ში შესრულებული როლისთვის მიიღო. გარდა ამისა, დიდი თანხა გამოიმუშავა ფილმ “შავ ქვრივში“ მონაწილეობისთვის, რომელიც ეკრანებზე მომავალ წელს გამოვა.

რეიტინგში მეორე ადგილზეა სოფია ვერგარა. სერიალმა “ამერიკული ოჯახი“ მას 41.1 მილიონი დოლარი მოუტანა. მესამე ადგილზეა რიზ უიზერსპუნი 35 მილიონი დოლარით.

ნიკოლ კიდმანმა მეოთხე ადგილი დაიკავა – 34 მილიონი დოლარით, ჯენიფერ ენისტონმა მეხუთე ადგილი – 28 მილიონი
დოლარით, კეილი კუოკომ მეექვს ედგილი – 25 მილიონი დოლარით. მეშვიდე ადგილზეა ელიზაბეტ მოსი, რომელმაც 24 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.


მერვე ადგილზეა მარგო რობი – 23.5 მილიონი დალრი. შარლიზ ტერონმა 23 მილიონი დოლარი მიიღო ჰონორარის სახით და მეცხრე ადგილი დაიკავა. ტოპ ათეულში მეათე ადგილზეა ელენ პომპეო – 22 მილიონი დოლარით.

Print
ბოლო სიახლეები