ანჯელინა ჯოლის სიძუნწეში ადანაშაულებენ. ვარსკვლავი შვილებისთვის ტანსაცმელს ე.წ. “მეორადებში“ ყიდულობს
ანჯელინა ჯოლის სიძუნწეში ადანაშაულებენ. ვარსკვლავი შვილებისთვის ტანსაცმელს ხშირად ე.წ. “მეორადებში“ ყიდულობს

44 წლის ანჯელინა ჯოლის აღზრდის მეთოდები კვლავ საზოგადოების უკმაყოფილებას იწვევას. ამჯერად ჰოლივუდის ვარსკვლავს შვილებზე ფულის დაზოგვაში ადანაშაულებენ.

ანჯელინას როგორც ამბობენ, უნდა შვილებს ფულის ყადრი ასწავლოს და ამისათვის საკმაოდ მკაცრ ზომებს მიმართავს. ერთ–ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ვარსკვლავი, რომლის ქონება ათეულობით მილიონი დოლარით განისაზღვრება, შვილებისთვის ძვირადღირებულ ნივთებს არ ყიდულობს და ხშირად მათ ტანსაცმელს მეორადი ტანსაცმლის მაღაზიებში არჩევს.
უფრო მეტიც – ჯოლის ექვსი შვილიდან ყველას მხოლოდ იმდენი ტანსაცმელი აქვს, რამდენიც მინიმალური აუცილებლობის დასაკმაყოფილებლად არის საჭირო.

როგორც ვარსკვლავთან დაახლოებული წყარო ამბობს, ამას ყველაზე მეტად ზაქარა და
შაილო განიცდიან. ისინი მსახიობ მილი ბობი ბრაუნს დაუმეგობრდნენ, რომელიც ყოველთვის მოდურად იცვამს. ანჯელინას ქალიშვილებს კი სულ ერთი და იგივე ტანსაცმელი აცვიათ.

როგორც ირკვევა, ვარსკვლავი ეკონომიას აკეთებს არა მხოლოდ ტანსაცმელზე, არამედ კვებაზეც. ანჯელინას შვილებისთვის დელიკატესები უცხოა. ისინი გაყინული ჰოთ დოგებით და მზა საკვებით იკვებებიან, რომელსაც ჯოლი გამოძახების სერვისით უკვეთავს.




Print
ბოლო სიახლეები