ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი ქონებას ვერ იყოფენ. განქორწინების პროცესი ისევ ჩიხში შევიდა
ყველაზე ცნობილი და ლამაზი წყვილის განქორწინების პროცესი, რომელიც სამწლიანი გაჭიანურების შემდეგ თითქოს დასასრულისკენ წავიდა ფინანსური დავების გამო ისევ დროში გადაიდო. ანჯელინა და ბრედი ფულის და ქონების გაყოფას ვერ ახერხებენ.

მათი განქორწინების პროცესმა შესაძლოა რეკორდი დაამყაროს და ისტორიაში შევიდეს როგორც ყველაზე პრობლემური და ხანგრძლივი განქორწინება. წყვილი ერთმანეთს არაფერს უთმობს და ორივე ცდილობს ის მიიღოს, რაც უნდა.

მთლიანობაში მათი ქონება დაახლოებით 500 მილიონ ფუნტ სტერლინგს შეადგენს. ეს არის ფული, უძრავი ქონება, ძველებური მოტოციკლები, სამკაულები, ნახატების და ხელოვნების ნიმუშების კოლექცია, ასევე ძვირადღირებული ბრენდული სამოსი. ბუღალტრების და იურისტების მრავალრიცხოვანი არმიისთვის წყვილის განქორწინება ნამდვილ თავის ტკივილად იქცა. ისინი ვარაუდობენ, რომ პროცესი კიდევ რამდენიმე წელს გაგრძელდება, სანამ მხარეები ორმხრივ შეთანხმებას არ მოაწერენ ხელს.

ყველაზე შეურიგებელ დაპირისპირებას იწვევს წყვილის ფრანგული მამული შატო მირავალი პროვანსში. წყვილმა ვენახი და სახლი 60 მილიონ დოლარად იყიდა ამერიკელი ბიზნესმენის, ტომ ბოვესგან. დროთა განმავლობაში მისი ღირებულება ბევრად გაიზარდა. წყვილთან დაახლოებული წყარო ამბოლბს, რომ ჯოლის მისი შენარჩუნება უნდა, რადგან შემოსავლის მუდმივ წყაროდ თვლის.

თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის წვერია. წყაროს ცნობით წყვილი პრაქტიკულად ვერაფერზე ახერხებს მოლაპარაკებას, გარდა რამდენიმე უმნიშვნელო მომენტისა. ძირითად საკითხებზე დაუსრულებელი დავა მიმდინარეობს და კომპრომისზე არცერთი მხარე არ მიდის. არცერთ მათგანს არ უნდა გამოისყიდოს უძრავი ქონება, რათა პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრას.

“ეს ფაქტიურად დანაღმული ველია იურისტებისა და ბუღალტრებისთვის ორივე მხრიდან. ბევრი დრო დაჭირდება ყველა ნიუანსის გარკვევას“– ამბობს ინფორმირებული წყარო.

“აქტივების და ფულის გაყოფა არასოდეს არ არის ადვილი და რაც უფრო მდიდარია წყვილი, მით უფრო რთულია ეს პროცესი“ – ამბობს ადვოკატი ჯენა სპატცი, რომელიც განქორწინების საქმეებზე მუშაობს.

ფინანსურ დავამდე პიტმა და ჯობიმ ლამის სამი წელი მოანდომეს ბავშვებზე მეურვეობის საკითხთან დაკავშირებულ დავას და ბოლოს შეთანხმებას მიაღწიეს.
Print
ბოლო სიახლეები
Facebook
პოპულარული
რეკლამა


რეკლამა